ღირსი ალექსი შუშანია - დოკუმენტური <!--if()-->- <!--endif--> - ფაილების კატალოგი - მართმადიდებლური ვიდეოპოტალი
მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი
შაბათი
2016-12-10
0:12 AM
ხოლო ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამინ
მართლმადიდებლური ვიდეო პორტალი
п  р  а  в  о  с  л  а  в  и  е

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ქადაგებები [192]
ვიდეო ლექციები [55]
დოკუმენტური [109]
ვიდეო გალერეა [463]
საგალობლები [58]
ფილმები [40]
თესალონიკის ქართული მრევლი [10]
ოსიპოვი-осипов [118]
თეოდორე გიგნაძე [82]
ედიშერ ჭელიძე [36]
აკაკი მინდიაშვილი [24]
ბიბლია გადმოსაწერი სრული ვერსია [1]
პატრიარქის ქადაგებანი [44]
ჩვენი გამოკითხვა
გიჭირთ იყოთ ქრისტიანი?
სულ პასუხი: 1062

საიტის შეფასება
სულ პასუხი: 1503
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა





        

მთავარი » ფაილები » დოკუმენტური

ღირსი ალექსი შუშანია
2011-02-01, 0:22 AM
ღირსი ალექსი (შუშანია) (+1923)


ღირსი მამა ალექსი (ალექსი ლევანის ძე შუშანია1) დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს ს. ნოქალაქევში (სენაკის მაზრა). მამის სიკვდილის შემდეგ ახალგაზრდა, 16 წლისა, გაემგზავრა ქ. სტამბოლში (კონსტნატინოპოლში), სადაც იმ დროს ცხოვრობდა და სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა ბიძამისი ისლამ შუშანია.

ისლამი შინაურულად განათლებული, აღმოსავლური ენების მცოდნე, უაღრესად მორწმუნე და წიგნების მოყვარული კაცი იყო. მას მოვლილი ჰქონდა მთელი ახლო აღამოსავლეთი (ეგვიპტე, სირია, პალესტინა, არაბეთი). თაყვანისცემის მიზნით ყოფილა იერუსალიმში, საბაწმიდის ლავრაში, ჯვრის მონასტერში, სინას მთაზე. როგორც მისი ჩანაწერებიდან ჩანს, საბაწმიდის ლავრაში მას უნახავს უკანასკნელი ქართველი ბერი - მოღვაწე, არქიმანდრიტი ივანე აბაშიძე, რომელიც იმერეთის მეფე სოლომონ II-ს ახლდა ქალაქ ტრაპიზონში და მეფის სიკვდილის შემდეგ დაბინავებულა ხსენებულ ლავრაში. ამ ივანე აბაშიძეს იხსენიებს მე-19 საუკუნის ქართველი მოგზაური გიორგი ავალიშვილი.ისლამის ოჯახში ახალგაზრდა ალექსის დაახვდა საკმაოდ მდიდარი დაბეჭდილი თუ ხელთნაწერი ქართული წიგნები, განსაკუთრებით სასულიერო შინაარსისა. იგი დაეწაფა ამ წიგნების კითხვას. ერთი წელი დაყო მან სტამბოლში და აქ მოხდა მკვეთრი გარდატეხა მის მსოფლმხედველობაში. სარწმუნოებრივი განწყობით გაჟღენთილი დაბრუნდა იგი თავის სამშობლოში, სოფელ ნოქალაქევში. აქ ერთხანს, როგორც ჩანს, ანდრია სალოსის წიგნის გავლენით ეწეოდა სალოსურ ცხოვრებას. დადიოდა სოფლიდან სოფლად ფეხშიშველი, ეხმარებოდა ქვრივ-გაჭირვებულებს, ემსახურებოდა გადამდები სენით შეპყრობილ უჭირისუფლო ავადმყოფებს. მისი სიტყვა და საქმე მრავალ მიმდევარს პოულობდა. ზოგი მას დაჰყვებოდა და მასთან ერთად ეწეოდა სოფლად მსგავს მოღვაწეობას; ზოგი სტოვებდა სოფლურ ცხოვრებას და მონოზვნად დგებოდა. საგულისხმოა, რომ ასეთი პირები ძველ მონასტრებში კი არ მიდიოდნენ, არამედ აარსებდნენ მთავრობისგან დამოუკიდებელ თავისუფალ ძმობას. ასე დაარსდა სამეგრელოში ორი სავანე - ერთი დედათა, სოფელ სახარბედიოში, მეორე - მამათა, სოფელ თეკლათში. პირველი შემდეგ ოფიციალურ დედათა მონასტრად გადაკეთდა, მეორე კი - ბოლომე დარჩა თავისუფალ სავანედ თვით ალექსის ხელმძღვანელობით. ასეთივე თავისუფალი ხასიათის ძმობა დაარსებულ იქნა გურიაში, ოზურგეთის ახლოს „წყალწმიდის ძმობის" სახელწოდებით. ძმობის წევრები საკუთარი შრომით ცხოვრობდნენ და მთავრობისაგან არავითარ დახმარებას არ ღებულობდნენ.

ღირსი ალექსი (შუშანია) 
(+1923)ღირსი ალექსი (შუშანია) 
(+1923)

საზოგადოებრივ საქველმოქმედო მოღვაწეობასთან ერთად, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ალექსი, არ ივიწყებდა გონებრივ-საგანმანათლებლო მუშაობას. იგი ხშირი სტუმარი იყო გელათისა და მარტვილის მონასტრებისა, რომელთა წიგნთსაცავებში გატაცებით ეცნობოდა ძველ ხელნაწერებს. ამავე დროს მას ახლო კავშირი ჰქონდა ცნობილ მწიგნობარ ნიკო დადიანთან (შალვა დადიანის მამა), რომელიც ამ დროს ცხოვრობდა სამეგრელოს სოფელ ბეთლემში. ნიკოს მდიდარი ბიბლიოთეკა და საუბარი ფრიად ნაყოფიერი სკოლა შეიქნა ახალგაზრდა ალექსისათვის. მეფის რუსეთის მთავრობისადმი უარყოფითად განწყობილ, ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის ღრმა მცოდნე, საზოგადოდ ღრმად განვითარებულ პირთან, ნიკო დადიანთან, სიახლოვემ დიდი საგანმანათლბლო გავლენა მოახდინა მასზე.

ამ ხანებში მას სანიმუშო კალიგრაფიული ხელით გადაწერილი აქვს „ექვსთა დღეთა" ბასილი დიდისა, წიგნი ისააკ განშორებულისა და მამათა ცხოვრება. ამავე ხანებში მას ხუცურად გადაუწერია გელათის გულანის საგალობლები.

მე-19 საუკუნის სამოცდაათიან წლებში მღვდელმონაზონ ბენედიქტე ბარკალაიას თაოსნობითა და ცნობილი საეკლესიო მოღვაწის გაბრიელ ეპისკოპოსის თანადგომით დაიწყო საქართველოდან ქართველი ბერების დენა საბერძნეთში, ძველ ათონში, იბერიის ძველ ქართულ მონასტერში დამკვიდრებისათვის. ალექსი დაინტერესდა ამ საქმით და ბენედიქტე ბარკალაიასთან ერთად გაემგზავრა ძველ ათონში. მათთან ერთად წავიდა გელათის მონასტრიდან მღვდელმონაზონი თეოდოსი (ერისთავი), ფრიად განათლებული ბერი ასკეტი, რომელიც სამუდამოდ დარჩა ათონზე და იქიდან უწევდა მოძღვრულ ხელმძღვანელობას სამშობლოში დაბრუნებულ ალექსის. მისი ერთი მოკლე წერილი მონაზვნური ცხოვრების შესახებ დაბეჭდილია ალექსი ბერის წიგნში „ბრძოლა თავის თავთან". წერილი მოწმობს ავტორის სერიოზულ და ღრმა საღვთისმეტყველო განათლებას. ალექსი ათონზე დარჩენილა რამდენიმე თვე. სამშობლოში დაბრუნებისას გზად გამოუვლია ქალაქ კიევში, მღვიმის ლავრის მოსალოცად.

ალექსის გავლენით მონაზვნად შემდგარან მთელი მისი ოჯახის წევრები - ძმა, დები და დედა2. თვითონ ალექსი ხელდასხმულა მღვდელმონაზვნად 1888 წელს. ერთ ხანს იგი ცხოვრობდა ხობის მონასტერში და შემდეგ თავისი რამდენიმე მოწაფით დაბინავებულა თეკლათის ერთი ძველი მიტოვებული ეკლესიის ეზოში 1892 წელს. მის სავანეს საეკლესიო მთავრობასთან არავითარი ოფიციალურ-ადმინისტრაციული დამოკიდებულება არ ჰქონია; არავითარი სამსახურებრივი ჯილდო და ხარისხი არ მიუღია, თუმცა კი ხშირად სთავაზობდნენ. უბრალო, სამკერდე სამღვდელო ჯვარსაც არ ატარებდა. იგი უარყოფითად ახასიათებდა ეკლესიის იმ მოსამსახურეებს, რომლებიც იჩენდნენ „სისუსტეს მთავრობისადმი თვალღებითი სამსახურისა პირადი პატივისათვის" (ა. ბერი, ხალხი და ეკლესია, გვ. 29). ალექსის აზრით, სამსახურებრივი ჯილდოები არამც თუ სასულიერო პირთათვის, საეროთათვისაც ფრიად დაბალი მხედველობაა (იქვე, გვ. 29). საეკლესიო ჯილდოების შესახებ ასეთივე აზრისა იყო ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე გაბრიელ ეპისკოპოსი 


ღირსი ალექსი (შუშანია) 
(+1923)

ალექსი საეკლესიო მთავრობისაგან არავითარ ფულად დახმარებას არ ღებულობდა, წინააღმდეგ მონასტრებისათვის მიღებული წესისა. იგი თავისი რამდენიმე მოწაფით ცხოვრობდა პირადი შრომით.

1898 წლიდან იგი სრულებით ჩაიკეტა თავის სავანეში და სიკვდილამდე ეწეოდა საკელიო დაყუდებულ ცხოვრებას. გარეშე მნახველს იღებდა მხოლოდ შაბათ-კვირაობით. ლოცვასა და სამწერლობო მუშაობაში ატარებდა დროს.

საინტერესოა მისი ცხოვრების რეჟიმი: ჭამდა დღეში ერთხელ. კერძო ლოცვა კაცის თანდასწრებით არ უყვარდა. ცხოვრობდა უბრალოდ და სადად. ეცვა ძაძის ანაფორა. მისი ოთახის მოწყობილობას შეადგენდა: ერთი ხის ჭილობგადაფარებული ტახტი, უბრალო დაბალი მაგიდა, ორიოდე უზურგო სკამი და პატარა უბრალო კარადა, რომელზედაც ესვენა მხოლოდ ერთი, ათონის მთიდან წამოღებული ხატი ივერიის ღვთისმშობლისა, რომელსაც გარშემო ედგნენ იოანე ნათლისმცემელი და ალექსი ღვთის კაცი. ლოცვა თავის ოთახში უყვარდა „ლოცვანის" კითხვით. ლოცულობდა განმარტოებით. მისი საყვარელი ლოცვა იყო: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი", სკვნილის ჩაგდებით, ლოცვის დროს ზოგჯერ მხარზე გაიდებდა დიდ, საგანაგებოდ გაკეთებულ, კაცის სიმაღლის ხის ჯვარს; გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს მაერთებსო, იტყოდა ხოლმე მახლობლებთან საუბარში.

მამა ალექსი, თუმცა ასეთ დაყუდებულ, ასკეტურ ცხოვრებას ატარებდა, არ იყო მეოცნებე მისტიკოსი და კვიეტისტი. მასში სჭარბობდა საღი რეალისტური განწყობა. ცხოვრებას ასკეტურ, ხორცის შემავიწროებელ მოქმედებებს იგი უყურებდა არა მეტაფიზიკურად როგორც ხორცის მომაკვდინებელ საშუალებას, არამედ როგორც იარაღს სულიერ სწრაფვათა განვითარებისა და განმტკიცებისათვის (მისივე: მოძღვრებანი, გვ. 22; ბრძოლა თავის თავთან, გვ. 13-15).

ალექსი ბერი სარწმუნოებირივი საკითხების და ცხოვრების მოვლენათა საღ განგებას ამჟღავნებდა. იგი ილაშქრებდა იმ დროს ხალხში გავრცელებული ე.წ. „სალოცავებისა" და სხვა ცრუმორწმუნეობრივი აზრ-წესების წინააღმდეგ


ალექსი ბერი თავის სავანის შემოსავლიდან ნივთიერ დახმარებასაც უწევდა საზღვარგარეთ მყოფ ღარიბ მოსწავლე სტუდენტობას (იხ. პავლე აკობია, ალექსანდრე მესია, თბილისი, 1905 წ.).

ალექსი ბერი დიდ ინტერესს იჩენდა საზოგადოებრივი საკითხებისადმი. ავადმყოფობა რომ არ მიშლიდეს ხელს, ხალხში გასვლა და მოღვაწეობა ჩემი სანატრელი იდეალიაო, იტყოდა იგი. 1903 წელს მეფის რუსეთის რუსიფიკატორული იდეალიაო, იტყოდა იგი. 1903 წელს მეფის რუსეთის რუსიფიკატორული პოლიტიკის გამტარებელი ეგსარქოსი ალექსი ცნობილ ვოსტორგოვთან ერთად ცდილობდა სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის სწავლების ამოღებას. ალექსი ბერი თავისი ხის დიდი ჯვარით შეხვდა გზაში სენაკიდან თეკლათის დედათა მონასტერში დიდი ამალით მიმავალ ეგსარქოსს ალექსის და გადასცა მას რუსულად თარგმნილი შემდეგი საპროტესტო წერილი, რომელიც რუსულად უთარგმნია სენაკის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორს დავით კაჭახიძეს (შემდგომში ეპისკოპოსი):

„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოებავ!

ჩემი ძმებისადმი სიყვარული მაიძულებს მე მოგმართოთ შემდეგი თხოვნით. ღმრთის განგებით თქვენ მონდობილი გაქვთ ქართული ეკლესიის მართვა, ზრუნვა მის შვილთა ხსნაზე, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნას თქვენი ჩვენდამი სიყვარულით, სიყვარულით, რომელიც მაცხოვრის მცნების თანახმად, თავგანწირვამდე უნდა მიდიოდეს. ჩვენ არ ვეჭვობთ, რომ თქვენ მხურვალედ გიყვართ საკუთარი სამწყსო და ამიტომ გთხოვთ ყურადიღოთ ვედრება იმათი, ვისაც თქვენ მწყემსავთ, როგორც თქვენ გიყვართ რუსი ხალხი და რუსული ენა და გსურთ, რომ იგი ჰყვაოდეს მრავალი წლის მანძილზე, ზუსტად ასევე მოექეცით ჩვენს ხალხს, ჩვენს ქართულ ენას, რათა მზაკვარმა ვერ ჩამოაცილოს თქვენი შვილები მართლმადიდებელ ეკლესიას. უფლისა ჩვენი იესო ქრისტეს სახელით, რომელმაც ჩვენ ურთიერთსიყვარული გვიანდერძა, მე გთხოვთ თქვენ არ დაუშვათ, რომ ბოროტმა სულმა ჩვენს ყანაში დათესოს ღვარძლი - მტრობის თესლი და ყოვლნაირად შეუწყოს ხელი იმას, რომ ჩვენ, მჭიდროდ დაკავშირებულნი დიდ რუს ხალხთან, ერთიანი გულით ვადიდებდეთ ღმერთს".

ეგზარქოსი შეშფოთდა, ხალხში დიდი პატივისცემით შემოსილი მოღვაწე ბერის ასე საჯაროდ გამოსვლამ იგი დააფიქრა და იქვე დაამშვიდა ბერი და აღუთქვა, ეს ჭორია და არ მოხდებაო. როგორც ვიცით, ეს რუსიფიკატორული განზრახვა ვერ განხორციელდა. სამსახურებრივი დაწინაურებით გატაცებულ ქართველებს, რომლებიც ან ხელს უწყობდნენ მეფის მთავრობის რუსიფიკატორულ პოლიტიკას, ან უმოქმედოდ სდუმდნენ, ალექსი დაუნდობლად გმობდა, თუნდაც კარგი მეგობარი ყოფილიყო იგი. ცნობილ ისტორიკოსს თ.ჟორდანიას, რომელიც იმ დროს სამეგრელოს საეკლესიო სკოლების მეთვალყურე იყო და რომელიც აქტიურად და აშკარად არ იბრძოდა ეგზარქოსის ასეთი პოლიტიკის წინააღმდეგ, ალექსი დიდი საყვედურით მიმართავდა ხოლმე. ალექსისადმი მიძღვნილ ერთ თავის ნაშრომზე თედოს ხელით ასეთი წარწერაა: „...ჩემმა მტრებმა გულიცა თქვენი განაგრილეს ჩემდამი"


თედო ჟორდანია შემდეგ მოკლე, მაგრამ ღრმა შთაბეჭდილებიანი სიტყვებით გვიხასიათებს მას: „ცნობილი თავისი წმიდა ცხოვრებით ბერი ასკეტი, მღვდელმონაზონი ალექსი, რომელმაც მრავალი წელი გაატარა უძნელეს მოღვაწეობაში, ცხოვრობდა ათონზე, იყო კიევის ლავრაში, დღეს ცხოვრობს თავისი საკუთარი ხელებით და როგორც დამწიფებული თავთავი, დატვირთულია მაღალზნეობრივი ღვაწლით, გამხდარი, ფერმკრთალი, მაგრამ აღსავსე მრავალი წლის ასკეტური შრომით მოპოვებული თავმდაბლობით. ასეთი მოღვაწეები, როგორიც არის მამა ალექსი, მასთან თავმოყრილი ბერებით, რომლებიც მხოლოდ ერთს მოღვაწეობას ეძებენ, წარმოადგენენ ჭეშმარიტ მნათობებს რელიგიური გულგრილობის სიბნელით მოცულ გარემოში. ღვთის სათნო ალექსი ამასთან ავტორია რამდენიმე წიგნისა, რომლებიც შეიცავს ღრმა კეთილსახიერებით გამსჭვალულ მსჯელობასა და საუბარს იმ ადამიანისა, რომელმაც ჯვარს აცვა თავისი ხორცი ქრისტიანულ სათნოებათა კიბით ღვთისადმი აღსასვლელად".,

თავისი ცხოვრების უკანასკნელ ხანებში ალექსი ბერი შეიპყრო მწვავე ფორმის მალარიამ და გულის დაავადებამ. გარდაიცვალა 1923 წლის 18 იანვარს (ძვ. სტილით) სამოცდაათი წლის ასაკში. მისი გარდაცვალების შემდეგ მის სავანეში მოღვაწეობენ მისი აღზრდილი ბიძაშვილები დები აკეფსიმა და ფასტო (იღუმენიას ხარისხით), რომლებიც ალექსის სიცოცხლეშივე შესდგნენ მონაზვნებად და დღესაც სიმტკიცით განაგრძობენ ამ ერთხელ არჩეულ მიმართულებას. ისინი ერთგულად იცავდნენ ამ ჭეშმარიტად წმინდა კაცისა და საზოგადო მოღვაწის ისტორიულ ადგილს, პატარა, ლამაზ სავანეს, რომელიც ზღვის შუქურასავით გადმოჰურებს გარემო კოლხიდის ვაკეს. ამავე დებს უნდა ვუმადლოდეთ იმ გარემოებებს, რომ დღემდე დაცულია მამა ალექსის დაბეჭდილი თუ დაუბეჭდავი ნაწერები, რომლითაც ჩვენ ვისარგებლეთ ამ ნარკვევისათვის. იღუმენია ფასტო გარდაიცვალა 1967 წელს, ხოლო სქემმონაზონი აკეფსიმა კი 1972 წელს.

კატეგორია: დოკუმენტური | დაამატა: delmar | ტეგები: მარტვილის, მონასტრის, ღირსი, ალექსი, ბერი, ბესარიონ, შუშანია
ნანახია: 716 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
    ძ ი ე ბ ა   ს ა ი ტ ზ ე


საიტის მეგობრები











საიტს მართავს სისტემა uCoz