ღმერთი ერთარსი ყოვლადწმიდა სამება - ქადაგებები <!--if()-->- <!--endif--> - ფაილების კატალოგი - მართმადიდებლური ვიდეოპოტალი
მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი
შაბათი
2016-12-10
0:16 AM
ხოლო ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამინ
მართლმადიდებლური ვიდეო პორტალი
п  р  а  в  о  с  л  а  в  и  е

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ქადაგებები [192]
ვიდეო ლექციები [55]
დოკუმენტური [109]
ვიდეო გალერეა [463]
საგალობლები [58]
ფილმები [40]
თესალონიკის ქართული მრევლი [10]
ოსიპოვი-осипов [118]
თეოდორე გიგნაძე [82]
ედიშერ ჭელიძე [36]
აკაკი მინდიაშვილი [24]
ბიბლია გადმოსაწერი სრული ვერსია [1]
პატრიარქის ქადაგებანი [44]
ჩვენი გამოკითხვა
გიჭირთ იყოთ ქრისტიანი?
სულ პასუხი: 1062

საიტის შეფასება
სულ პასუხი: 1503
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა





        

მთავარი » ფაილები » ქადაგებები

ღმერთი ერთარსი ყოვლადწმიდა სამება
2010-10-21, 0:05 AM
ღმერთი ერთარსი
 ყოვლადწმიდა სამება


პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი

დოგმატური ღვთისმეტყველება

2. ყოვლადწმიდა სამების დოგმატი

ღმერთი ერთარსია და სამპიროვანი. სამების დოგმატი ქრისტიანობის ძირითადი დოგმატია. უშუალოდ მასზე დაფუძნებული ეკლესიის უმნიშვნელოვანესი და, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი გამოსყიდვის დოგმატები. განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სწავლება ყოვლადწმიდა სამებაზე სარწმუნოების ყოველი იმ სიმბოლოს ძირითად შინაარსს შეადგენს, რასაც მართლმადიდებელი ეკლესია წარსულშიც და ახლაც იყენებდა და იყენებს. იგივე მეორდება ეკლესიის მწყემსთა მიერ პირად, თუ სხვადასხვა შემთხვევათა გამო დაწერილ სარწმუნოების აღსარებებში.

ყველა ქრისტიანულ დოგმატთაგან უმნიშვნელოვანესი - ყოვლადწმიდა სამების დოგმატი ადამიანის შეზღუდული გონებისათვის ყველაზე რთულად გასააზრებელიც არის. აი, რატომ იყო, რომ ეკლესიის ისტორიაში არც ერთი ქრისტიანული ჭეშმარიტებისათვის არ გამართულა ისეთი დაძაბული ბრძოლა, როგორიც ამ დოგმატისა და უშუალოდ მასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო გაჩაღდა.

ყოვლადწმიდა სამების დოგმატი თავისთავში აერთიანებს ორ ძირითად ჭეშმარიტებას:

ა. ღმერთი ერთარსია, მაგრამ სამპიროვანი, ანუ ღმერთი არის სამი ჰიპოსტასი, სამება ერთარსი;

ბ. ჰიპოსტასებს პირადი თვისებები აქვთ: მამა არშობილია, ძე - მამისაგან შობილი, სულიწმიდა - მამისაგან გამომავალი.

ჩვენ ქედს ვიხრით ყოვლადწმიდა სამების წინაშე ერთიანი, განუყოფელი თაყვანიცემით. ეკლესიის მამებისა და საღვთისმსახურო ნაწერებში სამებას ხშირად ეწოდება - „სამება ერთღმრთეება", „სამჰიპოსტასოვანი ერთღმრთეება". ყოვლადწმიდა სამების ერთი პირისადმი აღვლენილი ლოცვები მეტწილად სამივე პირის განდიდებით მთავრდება (მაგ., ლოცვა უფალ იესო ქრისტესადმი: „და შენდა დიდებასა აღვავლენთ თანადაუსაბამოდ მამით შენით და ყოვლადწმიდით სულით შენითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ").

ეკლესია ლოცვებში ყოვლადწმიდა სამებას მიმართავს მხოლობით და არა მრავლობით რიცხვში. მაგალითად, „რამეთუ შენ (და არა თქვენ) გიგალობენ ძალნი ცათანი და შენდა (და არა თქვენდა) დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ".

ეკლესია ლოცვებში ყოვლადწმიდა სამებას მიმართავს მხოლობით და არა მრავლობით რიცხვში. მაგალითად, „რამეთუ შენ (და არა თქვენ) გიგალობენ ძალნი ცათანი და შენდა (და არა თქვენდა) დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ".

ქრისტიანული ეკლესია აცნობიერებს დოგმატის იდუმალებას და მას უდიდესი გამოცხადებად აღიქვამს. ეს გამოცხადება განუზომლად ამაღლებს ქრისტიანულ სარწმუნოებას ერთღმერთიანობის ყოველგვარ, მარტივ აღიარებასთან შედარებით (ერთღმერთიანობას სხვა, მათ შორის არაქრისტიანულ რელიგიებშიც კი ვხვდებით). სამჰიპოსტასობის დომგატი მიანიშნებს ღმერთში შინაგანი, იდუმალი ცხოვრების სისავსეზე, რამეთუ „ღმერთი სიყუარულ არს" (I ინ. 4,8); ღვთის სიყვარული შეუძლებელია მხოლოდ მის მიერვე შექმნილ სამყაროს განეფინოს - იგი ყოვლადწმიდა სამებაში საღვთო შიდაცხოვრებასაც მოიცავს. სამჰიპოსტასობის დოგმატი კიდევ უფრო ნათლად მიუთითებს სამყაროსთან ღმერთის სიახლოვეზე: ღმერთია ჩვენს ზემოთ, ჩვენთან, ჩვენში და ყოველ ქმნილებაში. ჩვენს ზემოთ მამა ღმერთი სუფევს, წყარო დაუშრობელი, საეკლესიო ლოცვების მიხედვით - დასაბამი ყოველთა მყოფობისა, მამა სიუხვეთა, ჩვენი მოყვარული და თავის ქმნილებებზე მზრუნველი. ჩვენ მისი შვილნი ვართ მადლისმიერად. ჩვენთან არის ძე ღმერთი - იგი იშვა და საღვთო სიყვარულის გამო ადამიანებს კაცად მოევლინა, რათა გვცოდნოდა და საკუთარი თვალით გვეხილა, რომ უფალი ჩვენთან არის და რომ იგი უწრფელესად, ანუ უსრულყოფილესი სახით „თანაზიარ გვექმნა" (ებრ. 3,14). სულიწმიდა ჩვენში და ყოველ ქმნილებაში თავისი ძალითა და მადლით აღავსებს ყოველივეს, იგია მომნიჭებელი სიცოცხლისა, ცხოველმყოფელი და ნუგეშინისმცემელი, სიკეთეთა საგანძური და წყარო. ყოვლადსაუკუნოდ და წინასაუკუნოდ მყოფი სამპიროვანი ღმერთი სამყაროს გამოეცხადა მაშინ, როცა ძე ღვთისა მოვიდა და განხორციელდა, როგორც „ერთ ძალ, ერთ არს, ერთ ღმერთ" (სულთმოფენობის სტიქარონი).

ღმერთი მთელი თავისი არსით არის სრული გონი, აზრი და თვით შემეცნება. მაშასადამე თვითშემეცნებადია ერთი ღმერთის მიერ თავისთვის სამობრივ, მარადიულ გამოვლინებასთან თითოეული. ყოველი მათგანი პირია და არა უბრალო ფორმა, ცალკეული გამოვლინება, თვისება თუ ქმედება - თავად საღვთო არსება არის სამპიროვანი. მაშასადამე, როდესაც ქრისტიანულ სწავლებაში სამპიროვან ერთ ღმერთზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ საღვთო სიღრმეებში დაფარულ იდუმალ შიდაცხოვრებას, რაც სამყაროსათვის დროის მონაკვეთში გაცხადებულ იქნა და გამოიხატა ახალ აღთქმაში მამისაგან ამა სოფლად ძე ღვთისას გამოგზავნასა და სასწაულმოქმედი, ცხოვრებისმომცემელი, მაცხონებელი ძალის მქონე ნუგეშინისცემლის - სულიწმიდის მოქმედებაში.

 

არსით ერთი და სამპიროვანი ღმერთის შესახებ

დადასტურებანი წმიდა წერილიდან:

ძველი აღთქმა

ერთი ღმერთის სამპიროვნების ჭეშმარიტება ძველ აღთქმაში მხოლოდ შეფარვით, მინიშნებით არის გამოხატული. სამების შესახებ ძველი აღთქმის ადგიების გაგება და ახსნა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. ამის შესახებ მოციქულიც სწერს იუდეველებს: „არამედ დღინდელ დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვის მოსესთჳს, საბურველი გულსა მათსა ძეს. ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუის საბურველი იგი... რამეთუ ქრისტეს მიერ განქარდების" (2კორ. 3,15-16; 3,14). აი, ძირითადი ადგილები ძველი აღთქმიდან:

შესაქ. 1,1 და სხვა: სახელი „ელიოჰიმი" ებრაულ ტექსტში წარმოდგენილია გრამატიკულ მრავლობით რიცხვში.

შესაქ. 1,26 - „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ" - მრავლობითი რიცხვი მიანიშნებს, რომ ღმერთი ერთი პირი არ არის.

შესაქ. 3,22 - „და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა ვითარცა ერთი ჩუენთაგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა" (ღმერთის სიტყვები პირველმშობელთა სამოთხიდან განდევნის წინ).

შესაქ. 11,6-7 - ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას, ენათა აღრევის წინ: „თქუა უფალმან ღმერთმან: ... მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ".

შესაქ. 18,1-3 - „ეჩუენა მას (აბრაჰამს) ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა... და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა და აჰა, სამნი კაცნი ზედა მოადგეს მას... და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა. და თქუა: უფალო, უკეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა და ნუ თანა-წარხდები მონასა შენსა". „ნახეთ - გვასწავლის ნეტარი აგვუსტინე, - აბრაჰამი ხვდება სამს და ეთაყვანება ერთს... დაინახა სამნი და განჭვრიტა სამების საიდუმლო. თაყვანის-სცა როგორც ერთს და აღიარა ერთი, სამპიროვანი ღმერთი"1.

ეკლესიის მამები სამების შესახებ არაპირდაპირ მინიშნებებს შემდეგ ადგილებშიც ხედავენ:

რიცხვ. 6,24-26 - ღმერთის მიერ ნაუწყები და მოსეს პირით გადმოცემული სამღვდელო კურთხევა სამი სახით: „გაკურთხენ შენ უფალმან და დაგიცევინ შენ. გამოაჩინენ პირი მისი შენ ზედა და გაკურთხენ შენ. მოაქციენ უფალმან პირი მისი შენ ზედა და მოგეცინ შენ მშვიდობაჲ".

გამოსვლ. 6,3 - უფლის ტახტის ირგვლივ შემოკრებილ სერაბიმთა დიდებისმეტყველება სამჯერ: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ!"

ფს. 32,6 - „სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირითა მისისაჲთა - ყოველი ძალი მათი".

დასასრულ, შეიძლება მოვიყვანოთ ადგილები ძველი აღთქმის გამოცხადებიდან, სადაც ლაპარაკია ძე ღვთისასა და სულიწმიდაზე ცალ-ცალკე:

ძის შესახებ:

ფს. 2,7 - „ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ";

ფს. 109,3 - „საშოჲთ მთიებისა წინა გშევ შენ";

სულიწმიდის შესახებ:

ფს. 142,10 - „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა";

ეს. 48,16 - „აწ უფალმან მომავლინა მე და სული მისი" და სხვა.

დადასტურებანი წმიდა წერილიდან:

ახალი აღთქმა

ახალ აღთქმაში ღმერთის სამპიროვნება გაცხადდა ძე ღვთისსა მოვლინებითა და სულიწმიდის გარდამოსვლით. მამა ღმერთისაგან დედამიწაზე სიტყვისა და სულიწმიდის გამოგზავნა ახალი აღთქმის მთელი ტექსტის ძირითად შინაარსს შეადგენს. რა თქმა უნდა, სამპიროვანი ერთი ღმერთის ამა სოფლად მოვლინება გადმოცემულია არა დოგმატური ფორმულით, არამედ ყოვლადწმიდა სამების პირთა გამოცხადებასა და ქმედებებზე თხრობით.

ღმერთის სამებობა გაცხადდა უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ნათლისღების დროს, ამიტომ ეწოდება ნათლისღებას გამოცხადება ღვთისა. როდესაც განკაცებული ძე ღვთისა წყლით ნათელს-იღებდა, მაშინ მამა მის შესახებ ამოწმებდა და მტრედის სახით გამოცხადებული სულიწმიდა ადასტურებდა ღვთიური ხმის ჭეშმარიტებას. ეს მოვლენა ასახულია უფლის ნათლისღების სადღესასწაულო ტროპარში: „რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყუანის-ცემაჲ გამოჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა და საყუარელად ძედ სახელ-გდუა შენ და სულიწმიდა სახითა ტრედისაჲთა დაამტკიცებდა სიტყუისა მის უცთომელობასა..."

ახალი აღთქმის წერილში გვხვდება სამპიროვანი ერთი ღმერთის შესახებ გამონათქვამები, რომლებიც მეტად მოკლედ, მაგრამ ზუსტად გამოხატავენ სამების ჭეშმარიტებას. აი, ისინი:

მთ. 28,19 - „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა". წმ. ამბროსი შენიშნავს: „უფალმა ბრძანა, სახელითა და არა სახელებითა იმიტომ, რომ ღმერთი ერთია და არა ორი ან სამი".

2 კორ. 13,13 - „მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყუარული ღმრთისა და მამისა და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ თქუენ ყოველთა თანა, ამენ".

1 ინ. 5,7 - „რამეთუ სამნი არიან, რომელი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან" (ეს მუხლი არ შემოინახა ძველბერძნულ ხელნაწერებში. იგი მხოლოდ ლათინურ, დასავლურ ნაწერებში გვხვდება). გარდა ამისა, წმ. ათანასე დიდი განმარტავს, რომ აგრეთვე სამებაზეა ლაპარაკი ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს შემდეგ ტექსტში: „ერთ არს ღმერთი და მამა ყოველთაჲ, რომელი ყოველთა ზედა არს (მამა ღმერთ) და ყოველთა მიერ (ძე ღმერთი) და ჩვენ ყოველთა შორის (სულიწმიდა)" (ეფ. 4,6).

 

ყოვლადწმიდა სამების დოგმატის აღიარება ძველ ეკლესიაში

ქრისტეს ეკლესიის მიერ ყოვლადწმიდა სამების ჭეშმარიტება მთელი სისავსითა და სისრულით თავიდანვე იქნა აღიარებული. ყოვლადწმიდა სამებისადმი საყოველთაო რწმენაზე ნათლად ლაპარაკობს წმ. ირინეოს ლიონელი, - მოწაფე თვით მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მიერ დამოძღვრილ წმ. პოლიკარპე სმირნელისა: „ეკლესია მთელს მსოფლიოში, ქვეყნის დასალიერამდეა გავრცელებული, ოღონდ სარწმუნოება მან მოციქულთა და მათ მოწაფეთაგან მიიღო. ეს არის სარწმუნოება ერთ ღმერთზე, მამა ყოვლისმპყრობელზე... და ერთ იესო ქრისტეზე, ძე ღვთისაზე, რომელმაც ჩვენი ხსნისათვის ხორცნი შეისხნა და სულიწმიდაზე, რომელმაც წინასწარმეტყველთა პირით გვამცნო საღვთო განგებულება ჩვენი გადარჩენისა. მიიღო რა ამგვარად ნაქადაგები და აღიარა რა ასეთი რწმენა, ეკლესია, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, მთელს მსოფლიოშია განფენილი, გულმოდგინედ იცავს მას... ისე შეთანხმებულად ქადაგებს ამ სარწმუნოებას, თითქოს ეკლესიას ერთი სული და გული ჰქონდეს. ისე ასწავლის და გადასცემს მას თითქოს ერთის პირით წარმოთქვამდეს. მრავალ ენაზე ლაპარაკობენ მსოფლიოში, მაგრამ ეს გადმოცემის ძალას ვერ ცვლის... ეკლესიების წინამძღვართაგან ვერავინ ეწინააღმდეგება ამ სარწმუნოებას, გადმოცემას ვერ შეასუსტებს გამოცდილი თუ ახალბედა მჭერმეტყველი"2.

ყოვლადწმიდა სამების კათოლიკე ჭეშმარიტების დასადასტურებლად და ერეტიკოსთაგან მის დასაცავად წმიდა მამებს მოჰყავდათ მაგალითები წმიდა წერილიდან. არც ამას სჯერდებოდნენ და პირველ ქრისტიანთა მოწმობებზე დაყრდნობით, ერეტიკოსთა ბრძნობის გასაქარწყლებლად გონებისმიერ, ფილოსოფიურ მსჯელობებს მიმართავდნენ. ასეთ მოწმობებია:

ა. მაგალითები მოწამეთა და მართალთა, რომელთაც არ ეშინოდათ მტანჯველთა წინაშე ეღიარებინათ რწმენა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა;

ბ. მოციქულთა მოწაფეთა და საერთოდ ადრექრისტიანული ხანის მწერალთა ნაწერები;

გ. საღვთისმსახურო ფორმულირებანი. წმ. ბასილი დიდს მოჰყავს მცირე სადიდებელი: „მასვე (ქრისტეს) მამითურთ და სულიწმიდითურთ პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე". მისი აზრით, ეს გამოთქმები ეკლესიაში გამოიყენებოდა ზუსტად იმ დროიდან, როცა სახარება გვეუწყა. წმ. ბასილი დიდი აგრეთვე მიუთითებს სამადლობელზე „ნათელი მხიარული" (სამწუხრო საგალობელი), მას მამათაგან გადმოცემულ „ძველ საგალობელს" უწოდებს და იქიდან შემდეგი სიტყვები მოჰყავს: „ვაქებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა ღმერთსა", რითაც ცხადყოფს ძველი ქრისტიანების რწმენას, რომ სულიწმიდა თანადიდებულია მამასა და ძესთან ერთად3.

არსებობს ეკლესიის ძველ მამათა და მასწავლებელთა მრავალი მოწმობა, რომ ეკლესია თავისი არსებობის პირველივე დღეებიდან აღასრულებდა ნათლისღებას მამის, ძისა და სულიწმიდის, როგორც სამი ღვთაებრივი პირის, სახელით. ამასთან ამხელდა იმ ერეტიკოსებს, რომლებიც ნათლავდნენ მარტო მამის (რადგან ძესა და სულიწმიდას უფრო ნაკლებ ღირსებას მიაწერდნენ), ან მამისა და ძის, ანდა მარტო ძის (აკნინებდნენ სულიწმიდის ღირსებას) სახელით. ამას ადასტურებდნენ იუსტინე მოწამე, ტერტულიანე, ირინეოს ლიონელი, კვიპრიანე კართაგენელი, ათანასე დიდი, ჰილარი პიქტავიელი, ბასილი დიდი და სხვანი.

ამ დოგმატის დასაცავად ეკლესიამ დიდი მღელვარება გადაიტანა და მძიმე ომს გაუძლო. ბრძოლა ჯერ მამა ღმერთისა და ძე ღვითისას თანაარსობისა და თანადიდებულების, შემდეგ კი სულიწმიდის მამა ღმერთთან და ძე ღმერთთან თანასწორობის დასამტკიცებლად წარიმართა.

ძველი პერიოდის ეკლესიის დოგმატური ამოცანა იყო, დაედგინა ყოვლადწმიდა სამების შესახებ ზუსტი ტერმინოლოგიური განმარტებანი და ფორმულირებანი, რომლებიც გამორიცხავდნენ ერეტიკოსთა მხრიდან მათი სხვაგვარად გაგების შესაძლებლობას.

ეკლესიის მამებს სურდათ, რამდენადმე მოერგოთ ყოვლადწმიდა სამების საიდუმლო შინაარსი ჩვენს მიწიერ ცნებებთან, მიეახლოებინათ მიუწვდომელი მისაწვდომთან და ამისთვის ბუნებაში არსებულ და ჩვენთვის ნაცნობ სახეებს იყენებდნენ. აი, ისინი:

ა. მზე, მზის სხივი და ნათელი;

ბ. ფესვი, ღერო და ნაყოფი ხისა;

გ. წყარო, მისგან მოჩუხჩუხე ნაკადული და მდინარე;

დ. ერთიმეორის მიყოლებით დანთებული სამი სანთელი, რომელიც ერთ, განუყოფელ სინათლეს აფრქვევს;

ე. ცეცხლი, მისი ალი და სითბო;

ვ. გონება, ნებელობა, მეხსიერება;

ზ. ცნობიერება, შემეცნება, სურვილი და ა.შ.

აი, რას ამბობს ამგვარ მცდელობათა შესახებ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: „რა აღარ განვიხილე საკუთარ თავთან ჩემივე ცნობისმოყვარე ჭკუით; რით აღარ დავტვირთე გონება, სად აღარ ვეძებე ამ საიდუმლოს მსგავსი - ვერაფერი ვპოვე, რითაც შეიძლება ღვთიურ არსებას მიემსგავსოს მიწიერი. თუკი ოდნავ მსგავსებას გამოვძებნი, ხელიდან მისხლტება გაცილებით უფრო აღმატებული და შესადარებლად არჩეულთან ერთად მტოვებს მიწაზე. სხვათა მიბაძვით წარმოვიდგინე წყარო, ნაკადული და მდინარე და განვსაჯე: ხომ არ ჰგავს ერთ მათგანს მამა, მეორეს - ძე და მესამეს კი სულიწმიდა? ერთი შეხედვით, თითქოს სამი, თვისობრივად განყოფილი: წყარო, ნაკადული და მდინარე განუყოფელია დროში და უწყვეტია მათი თანამყოფობა. მაგრამ ჯერ ერთი, შემეშინდა, არ დამეშვა ღმერთში რაღაც განუწყვეტელი დინების არსებობა; მეორეც, რომ ამგვარი შედარებით არ შემომეტანა რიცხობრივი ერთობა - წყარო, ნაკადული და მდინარე რიცხობრივად ერთია, ისინი მხოლოდ ჩვენს წარმოდგენაში განსხვავდებიან. განსახილველად ახლა მზეს, სხივებსა და სინათლეს მივმართე: მაგრამ აქაც მაქვს შიში, არ წარმოვიდგინო შეუდგენელი ბუნება შედგენილად, რაც მზესა და მისგან გამომავალთ ახასიათებთ. მეორეც - თუ აღიარებ, რომ მამა არის არსება, ამით ხომ არ უარყოფ, რომ დანარჩენი პირები დამოუკიდებელი არსებები არიან და არ აქცევ მათ მამა ღმერთში არსებულ, მაგრამ მასზე დამოკიდებულ ღვთიურ ძალებად. სხივიც და სინათლეც მზე კი არა, რაღაც მისგან გამომავალნი არიან და მზის არსებით თვისებებს წარმოადგენენ. მესამე, რათა ღმერთს ერთდროულად მყოფობა და არმყოფობა არ მიეწეროს (ამ მაგალითმა კი შეიძლება ასეთ დასკვნამდეც მიგვიყვანოს), რაც ზემოთქმულზე უფრო დიდი უგუნურება იქნებოდა... საერთოდ, განხილვისას ვერაფერს ვაწყდები ისეთს, რაც მისაღები მსგავსების არსებობას მაფიქრებინებს, თუ ვინმემ სათანადო კეთილგონიერებით არ გამოაცალკევა რაღაც ერთი და უკუაგდო დანარჩენები. ბოლოს ვასკვნი, რომ უმჯობესია, განუდგე ყველა სახესა და აჩრდილს - ისინი მაცდურნი არიან და ჭეშმარიტებისგან ძალიან შორს დგანან. ღვთისმოშიშებით უნდა იაზროვნო და დასჯერდე რამდენიმე სახელდებას. სულის მიერ წარმართული, მისგან რა გაცისკროვნებასაც ეზიარები, ბოლომდე დაიმარხე. მასთან (სულთან) ერთად განვლე დღენი, როგორც წრფელ თანამოაზრესა და მოსაუბრესთან. შეძლებიდაგვარად სხვებსაც შთააგონე, რათა თაყვანი სცენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, ერთსა ღვთაებასა და ერთსა ძალსა"4.


ყოვლადწმიდა სამების პირთა ანუ ჰიპოსტასთა თვისებები ამგვარად მოიხსენება: მამა - არშობილი, ძე - შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, სულიწმიდა - მამისაგან გამომავალი.

„მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, შობილობასა და გამომავლობას შორის განსხვავების არსებობა, მაგრამ რაში მდგომარეობს მამისაგან შობა ძისა და გამომავლობა სულიწმიდისა, არ ვუწყით"5.

ყოველგვარი დიალექტიკური მოსაზრება, თუ რაში მდგომარეობს შობა და გამომავლობა, უძლურნი არიან ამოხსნან საღვთო ცხოვრების ეს შინაგანი საიდუმლო. თვითნებურმა მიხვედრებმა შეიძლება ქრისტიანული სწავლების დამახინჯებამდე მიგვიყვანოს კიდეც. თვითონ გამოთქმები: „შობილი მამისაგან" (ძის შესახებ) და „გამომავალი მამისაგან" (სულიწმიდაზე) არის წმიდა წერილის სიტყვების ზუსტი გადმოცემა. ძის შესახებ ნათქვმია: იგი მხოლოდშობილია (ინ. 1,14; 3,16 და სხვა), აგრეთვე „საშოჲთ მთიებისა წინა გშევ შენ" (ფს. 109,3), „უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ" (ფს. 2,7, ეს სიტყვები მეორდება ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში - 1,5 და 5,5). სულიწმიდის გამომავლობის დოგმატს საფუძვლად უდევს მაცხოვრის პირდაპირი და არაორაზროვანი გამონათქვამი: „ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის" (ინ. 15,26). მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, რომ ძეზე ლაპარაკია ძირითადად გრამატიკულ წარსულ დროში („შობილი"), ხოლო სულიწმიდაზე აწმყოში („გამოვალს"). მაგრამ დროის განსხვავებული გრამატიკული ფორმები არ მიანიშნებენ რაიმეს დაქვემდებარებას ჟამთასვლაზე - შობაც და გამომავლობაც „დაუსაბამოა", „დროის მიღმაა". საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიაში ზოგჯერ ძის შობასთან დაკავშირებულ ციტატებში გამოიყენება აწმყო დროის ფორმა: „დაუსაბანოდ იშვება" მამისაგან. ჩვეულებრივ კი წმიდა მამები იყენებენ მრწამსის სიმბოლოს გამოთქმას „შობილი".

მამისაგან ძის შობისა და მამისაგან სულიწმიდის გამომავლობის დოგმატი მიანიშნებს საღვთო პირთა საიდუმლო ერთობაზე, ღმერთის შიდაცხოვრებაზე. ეს წინასაუკუნო, ყოვლადსაუკუნო და უჟამო არსებობა ურთიერთში უნდა გავასხვაოთ ყოვლადწმიდა სამების გამოვლინებათაგან ქმნილ სამყაროში. იგი არ უნდა აგვერიოს ისეთ საღვთო განგებულებითს ქმედებებსა და გამოცხადებებში როგორებიცაა შესაქმე, ამა სოფლად ძე ღვთისას მოვლინება, მისი განხორციელება და სულიწმიდის გამოგზავნა. ეს განგებულებითი გამოცხადებანი და ქმედებანი აღესრულა დროში. ძე ღვთისა იშვა ქალწულ მარიამისგან მასზე სულიწმიდის გარდამოსვლით გარკვეულ ისტორიულ ხანაში: „სულიწმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ; ამისთვისცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის" (ლუკ. 1,35). ისტორიულ დროში გარდამოვიდა სულიწმიდა იესოზე, როდესაც იგი იოანესგან ნათელს-იღებდა; ასევე მოავლინა ძემ მამისაგან სულიწმიდა, რომელიც ცეცხლოვანი ენების სახით გაცხადდა. ძე ამას სოფლად მოვიდა სულიწმიდის მიერ და თანახმად აღთქმისა, ძემ მოავლინა იგი: „მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ" (ინ. 15,26).

კითხვას, თუ „როდის მოხდა შობა (ძისა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა) და გამომავლობა (სულიწმიდისა) - წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი პასუხობს: „მანამდე, ვიდრე თვით „როდის". ისმენ შობაზე და ნუ ეცდები გაიგო რანაირად, ისმენ მამისაგან სული გამომავლობაზე და ნუ გაირჯები მიხვდე, როგორ"6.

თუმცა გამოთქმების - „შობა" და „გამომავლობა" - შინაარსის გაგება ჩვენთვის მიუწვდომელია, ეს ქრისტიანული სწავლებისათვის ამ ცნებათა მნიშვნელობას არ აკნინებს. აღნიშნული სიტყვები მიანიშნებენ მეორე და მესამე პირის სრულ ღმერთობაზე. ძისა და სულის მყოფობა განუყოფლად ივანებს მამა ღმერთის არსებაში. აქედან არის გამოთქმა: „საშოჲთ... გშევ შენ" (საშო - არსებას აღნიშნავს). სიტყვებით - „შობილი" და „გამომავალი", მოიაზრება ძისა და სულის მყოფობა ყოველივე ქმნადის, ღვთის ნებით არარადან გამოხმობილ ქმნილებათა საპირისპირო მნიშვნელობით. საღვთო არსების მყოფობა შეიძლება იყოს მხოლოდ ღვთაებრივი და მარადიული.

შობილში ყოველთვის არის მშობლისეული არსება, ქმნილი არსება კი შემოქმედისაგან განსხვავდება, იგი გარეგანია და შედარებით კნინი.

მეორე პირის „სიტყვად" სახელდება

წმიდა მამებთან და საღვთისმეტყველო ტექსტებში ძე ღვთისას ხშირად უწოდებენ სიტყვას ანუ ლოგოსს. ამ სახელდებათა მართებულობა დასაბუთებულია იოანე ღვთისმეტყველის სახარების პირველ თავში.

ძველი აღთქმის წიგნებში არაერთგზის ვაწყდებით ცნებასა თუ სახელს „სიტყვა", გამოყენებულს მაღალი მნიშვნელობით. ამის მაგალითად ფსალმუნთა გამონათქვამებს მოვიყვანთ: „უკუნისამდე, უფალო, სიტყუაჲ შენი დაადგრების ცათა შინა" (ფს. 118,89), „მოუვლინა სიტყუაჲ მისი და განკურნა იგინი" (ფს. 106,20 - ეს მუხლი ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლას ეხება), „სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაჲთა - ყოველი ძალი მათი" (ფს. 32,6). ავტორი წიგნისა „სიბრძნე სოლომონისა" წერს: „ყოვლადძლიერი სიტყუაჲ შენი ზეცით საყდართაგან სუფევისათა თვალუხვავეი მბრძოლი, შოვრის მოსრვისა მის მიიწია ქუეყნად - მახჳლი მალე და შეუორგულებელი ბრძანებაჲ შენი მოაკუდინა, დადგა და აღესრულა ყველა სიკუდილითა და ცად აღებულ იყო და მოწევნულ იყო ქუეყანად" (სიბრძნ. 18,15-16).

წმიდა მამები ცდილობდნენ, ამ საღვთო სახელის დახმარებით რამდენადმე გასაგები გაეხადათ ძისა და მამის ურთიერთში არსებობის საიდუმლო. ორიგენეს მოწაფე წმ. დიონისე ალექსანდრიელი ამ ურთიერთბებს შემდეგნაირად ხსნის: „ჩვენს აზრს სიტყვა მოაქვს; როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: „აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი" (ფს. 44,1). აზრი და სიტყვა განსხვავდებიან და თითოეულს თავისი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მაშინ, როცა აზრი მყოფობს და მოძრაობს გულში, ენასა და ბაგეებზეა სიტყვა. მაგრამ ისინი განუყოფელნი არიან და ერთი წუთითაც არ არსებობენ უერთმანეთოდ. არც აზრი არსებობს უსიტყვოდ, არც სიტყვა უაზროდ... იგი აზრში პულობს მყოფობას. აზრი თითქოს შინაგანი, დაფარული სიტყვაა, სიტყვა კი გარეთ გამომავალი აზრი. ანუ აზრი გადადის სიტყვაში, მას კი იგი მსმენელამდე მიაქვს. მაშასადამე, აზრი მსმენელთა სულებში სიტყვის მიერ ინერგება. აზრი, როგორც თავისთავადი რამ, თითქოს სიტყვის მამაა, სიტყვა კი მისი ძე. იგი არ არსებობს აზრზე უწინარესად არც მასთან ერთად წარმოშობილა სადღაც გარედან, სიტყვა აზრის წიაღში იშვა. ასევე ჰყავს უდიდეს და ყოვლისმომცველ აზრს - მამას თავისი პირველი განმმარტებელი და მაუწყებელი ძე - სიტყვა"7.

სიტყვისა და აზრის ურთიერთობის იმავე სახეს ფართოდ იყენებს მამა იოანე კრონშტადტელი, როდესაც ყოვლადწმიდა სამებაზე მსჯელობს8.

წმ. დიონისე ალექსანდრიელის ციტატაში ფსალმუნის ჩართვა მიუთითებს, რომ სახელდება „სიტყვის" შესახებ ეკლესიის მამათა აზრი ეყრდნობა როგორც ახალი, ისე ძველი აღთქმის წმიდა წერილს. ამრიგად, უსაფუძვლოა ზოგიერთი დასავლელი განმმარტებლის მცდელობა, დაამტკიცოს, რომ სახელი „სიტყვა - ლოგოსი" ქრისტიანებმა ფილოსოფიიდან აიღეს.

ეკლესიის მამებსა და თ჻ვად მოციქულ იოანე ღვთისმეტყველს, რასაკვირველია, უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ ბერძნულ ფილოსოფიაში გამოყენებული და იუდეველთა ფილოსოფოსის, ფილონ ალექსანდრიელის მიერ განმარტებული ლოგოსის ცნება (ლოგოსი, როგორც პიროვნული არსება, ღმერთსა და სამყაროს „შუამავალი" თუ უპიროვნო ღვთიური ძალა). ლოგოსის ამგვარ გააზრებას მათ დაუპირისპირეს ქრისტიანული სწავლება სიტყვაზე, რომელიც ამის მხოლოდშობილი ძე ღვთისა, ერთარსი მამისა და სულისა.

სულიწმიდის გამომავლობის შესახებ

ძველი მართლმადიდებლური სწავლება მამის, ძისა და სულიწმიდის პირად თვისებებზე დაამახინჯა ლათინური ეკლესიის სწავლებამ. მისი მტკიცებით სულიწმიდა მარადიულად და ყოვლადსაუკუნოდ გამოვალს მამისაგან და ძისაგან (Filioque). მოსაზრება, რომ სულიწმიდა მამისაგან და ძისაგან გამოვალს, თავდაპირველად ნეტარ ავგუსტინეს ეკუთვნის. იგი ამის შესახებ მსჯელობს თავის ზოგიერთ საღვთისმეტყველო თხზულებაში, სხვებში კი აღიარებს სულიწმიდის გამომავლობას მამისაგან. დასავლეთში ამგვარად აღმოცენებულმა სწავლებამ VII ს. დასაწყისისათვის დაიწყო გავრცელება და IX საუკუნეში იქვე დამკვიდრდა, როგორც სავალდებულო. პაპმა ლეონ III მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამ სწავლებას ემხრობოდა, აკრძალა ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოს ტექსტის შეცვლა და ბრძანა მისი, როგორც ძველი მართლმადიდებლური საკითხავის, ლითონის ორ დაფაზე დაწერა - ერთზე ბერძნულ, მეორეზე კი ლათინურ ენებზე. პაპმა ისინი წმიდა პეტრეს ბაზილიკაში გამოფინა წარწერით: „მე, ლეონმა, დავდგი ისინი მართლმადიდებელი სარწმუნოების სიყვარულით და მის დასაცავად" პაპმა ეს მას შემდეგ მოიმოქმედა, რაც აახენის კრებამ (შედგა IX საუკუნეში იმპერატორ კარლოს დიდის მეთაურობით) Filioque-ს საერთოეკლესიურ სწა

კატეგორია: ქადაგებები | დაამატა: delmar | ტეგები: ერთარს, ყოვლადწმიდა, ღმერთი, სამება
ნანახია: 474 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
    ძ ი ე ბ ა   ს ა ი ტ ზ ე


საიტის მეგობრები











საიტს მართავს სისტემა uCoz