მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი
ხუთშაბათი
2017-07-27
5:34 PM
ხოლო ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამინ
მართლმადიდებლური ვიდეო პორტალი
п  р  а  в  о  с  л  а  в  и  е

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ქადაგებები [192]
ვიდეო ლექციები [55]
დოკუმენტური [109]
ვიდეო გალერეა [463]
საგალობლები [58]
ფილმები [40]
თესალონიკის ქართული მრევლი [10]
ოსიპოვი-осипов [118]
თეოდორე გიგნაძე [82]
ედიშერ ჭელიძე [36]
აკაკი მინდიაშვილი [24]
ბიბლია გადმოსაწერი სრული ვერსია [1]
პატრიარქის ქადაგებანი [44]
ჩვენი გამოკითხვა
გიჭირთ იყოთ ქრისტიანი?
სულ პასუხი: 1075

საიტის შეფასება
სულ პასუხი: 1510
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა





        

მთავარი » ფაილები » ქადაგებები

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასაწაული
2011-02-26, 2:08 AM
ივერიის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის ხატის დღესასაწაული


სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა მცხეთა-თბილისის მთავაეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასაწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება მახათას მთაზე მდებარე წმინდა იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის ტაძარში აღავლინა. თანამსახურებდნენ საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი, ახალქალაქის, კუმურდოსა და სახრეთ ამერიკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი და სხვა სასულიერო პირები. უწმინდესმა და უნეტარესმა შეკრებილ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და საკვირველმოქმედი ხატის ისტორია უამბო. კათოლიკოს –პატრიარქმა ყველა ის სასულიერო და საერო პირი დალოცა, რომელმაც ტაძრის აგებაში მიიღო მონაწილეობა. როგორც უწმინდესმა იქადაგა, ამ წმინდა სავანის მშენებლობაში თითოეულმა ქართველმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. საქართველოს სულიერმა წინამძღოლმა წმინდა იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის ტაძრის კტიტორს, მსოფლიო ბანს პაატა ბურჭულაძეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი გადასცა. პაატა ბურჭულაძე უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა – კურთხევით ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ფონდ "ივერიისას”, რომელიც ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას ხელმძღვანელობს. კათოლიკოს-პატრიარქმა არქინამდრიტის ხარისხში აიყვანა იღუმენები - ექვთიმე ციხისელი, ეგნატე ჩუხუა და ზოსიმე სისვაძე. მახათას მთაზე მშენებარე სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით განთავსდება საგანმანათლებლო ცენტრი, ახალგაზრდა თაობის საკვირაო სკოლა და მუზეუმი და პილიგრიმთა სასტუმრო . ასევე დაარსდება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი და ნარკოლოგიური ცენტრი
კატეგორია: ქადაგებები | დაამატა: delmar | ტეგები: დღესასაწაული, ხატის, ყოვლადწმინდა, ღვთისმშობლის, ივერიის
ნანახია: 741 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
    ძ ი ე ბ ა   ს ა ი ტ ზ ე


საიტის მეგობრები











საიტს მართავს სისტემა uCoz