მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი
პარასკევი
2017-09-22
7:59 PM
ხოლო ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამინ
მართლმადიდებლური ვიდეო პორტალი
п  р  а  в  о  с  л  а  в  и  е

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ქადაგებები [192]
ვიდეო ლექციები [55]
დოკუმენტური [109]
ვიდეო გალერეა [463]
საგალობლები [58]
ფილმები [40]
თესალონიკის ქართული მრევლი [10]
ოსიპოვი-осипов [118]
თეოდორე გიგნაძე [82]
ედიშერ ჭელიძე [36]
აკაკი მინდიაშვილი [24]
ბიბლია გადმოსაწერი სრული ვერსია [1]
პატრიარქის ქადაგებანი [44]
ჩვენი გამოკითხვა
გიჭირთ იყოთ ქრისტიანი?
სულ პასუხი: 1075

საიტის შეფასება
სულ პასუხი: 1510
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა





        

მთავარი » ფაილები » ვიდეო გალერეა

ღირსი ასურელი მამა ანტონ მარტყოფელი
2011-02-01, 8:45 PM
ღირსი ასურელი მამა ანტონ მარტყოფელი
ღირსი ასურელი მამის ანტონ მარტყოფელის ხსენებას
წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია 1 თებერვალს აღნიშნავს



ღირსმა მამამ, რომელიც საქართველოში სულიერ მოძღვართან იოანე ზედაზნელთან და სხვა ასურელ მამებთან ერთად ჩამოვიდა, ჩვენს ქვეყანას, როგორც უდიდესი სიწმინდე და მადლის წყარო, მოუბრძანა უფლის ხელთუქმენლი ხატი. ამ ხატზე მაცხოვრის სახე კეცზეა გამოსახული. დიდი ხნის განმავლბაში ხატი, იგივე კერამიონი ქალქ ედესში იყო დაცული. მარტყოფის მამამთა მონასტრის მთავარ ტაძარში, რომლის ტრაპეზიც პირი ღვთისას სახელზეა ნაკურთხი, განისვენებს წმინდანის ნეშტი, ის მრავალ კურნებას აღმოაცენებდა და დღესაც არაერთ სასწაულს აღასრულებს. ღირსი მამა სიცოცხლის ბოლო წლებში მის მიერ დაარსებლ სვეტზე მოღვაწეობდა, ამ სავანეში მისი კურთხევით სამონასტრო ცხოვრება ჩქეფდა. სავანე დღესაც ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდედ ითვლება. ხოლო სამყოფელი ხელთუქმნელი ხატისა, რომელიც ერთ-ერთი შემოსევისას წინამძღვარმა საიდუმლოდ გადამალა, დღემდე უცნობია. თუმცა იგი უხილავადაც უდიდეს მადლს ჰფენს მონასტერსა დამ თელ ამ მიდამოს. პლატონ იოსელიანის აღწერით, მარტყოფის უძველესი მონასტერყ დიდი ისტორიის მქონეა, მთავარი ტაძარი შესანიშნავად ყოფილა მოხატული, სვეტებს, რომლბზეც დღეს ხატებია დავანებული, თურმე შესანიშნავი ფრესკები ამშვენებდა. მარტყოფის მონასტერს ერთი სამწუხარო ფაქტიც გამოაქრჩევს, აქ ჩვენი ეკლესიისა და ერის დამოუკიდებლობის მტრებმა მოკლეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კირიონი, რომლიც საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მონასტერში დღემდეა შემორჩენილი და დაცული წმინდა პატრიარქის მკვლელობის ადგილი _ მისი სენაკი. დიდ დღესასწაულთან დაკავშირებით მონასტრის მთავარ ტაძრში სადღესასწაულო წირვა აღავლინა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა. მსახურებაში საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე მსახურების შემდეგ მღვდელთავრებმა დღესასწაული მიულოცეს მრევლს: ქადაგება მომლოცველები არასოდეს აკლია მონასტერს და ღირსი მამის ახლადაღდგენილ სამოღვაწეო სვეტს. მაგრამ დღეს აქ მაინც განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. Xალხი სინქრონი მარტყოფში ამბობენ, რომ რაც უნდა კარგი დარი იყოს, 1 თებერვალს ამინდი იცვლება, თოვლი წამოვა და ქარბუქი ამოვარდება. თითქოს მლოცვლების ერთგულებისა და სარწმუნოების გამოსაცდელად, მონასტერში ამოსვლა რთულდება. მიუხედავად ამისა, ხალხით ივსება ტაძარი და მონასტრის ეზო, რათა ერთობით, გალობით განვადიდებდეთ ღირს ასურელ მამას ანტონ მარტყოფელს ხატად ღვთისა შექმნილმან წმინდაო არა უდებ ჰყავ პატივი ხატისა ქრისტესი, თვინიერ ხელითა კაცთასა გამოსახულისა, რამეთუ იტვირთე მხართა ზედა მტვირთველი ყოველთა და მოუძღვანე ქართველთა ერსა, მოღვაწეთა შვენიერებაო ანტონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ
კატეგორია: ვიდეო გალერეა | დაამატა: delmar | ტეგები: ღირსი, მარტყოფელი, ასურელი, მამა, ანტონ
ნანახია: 468 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1  
http://faith.you.ge/banerebi.html iqneb baneri gavcvalot???

სახელი *:
Email *:
კოდი *:
    ძ ი ე ბ ა   ს ა ი ტ ზ ე


საიტის მეგობრები











საიტს მართავს სისტემა uCoz