მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი
კვირა
2017-07-23
7:43 AM
ხოლო ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამინ
მართლმადიდებლური ვიდეო პორტალი
п  р  а  в  о  с  л  а  в  и  е

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ქადაგებები [192]
ვიდეო ლექციები [55]
დოკუმენტური [109]
ვიდეო გალერეა [463]
საგალობლები [58]
ფილმები [40]
თესალონიკის ქართული მრევლი [10]
ოსიპოვი-осипов [118]
თეოდორე გიგნაძე [82]
ედიშერ ჭელიძე [36]
აკაკი მინდიაშვილი [24]
ბიბლია გადმოსაწერი სრული ვერსია [1]
პატრიარქის ქადაგებანი [44]
ჩვენი გამოკითხვა
გიჭირთ იყოთ ქრისტიანი?
სულ პასუხი: 1075

საიტის შეფასება
სულ პასუხი: 1510
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა





        

მთავარი » ფაილები » ვიდეო გალერეა

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
[ · გადმოწერა () ] 2011-02-06, 10:23 AM
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება 4 თებერვალი 2011 წელი ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ა.წ 18 იანვრის განცხადების შემდეგ საპატრიარქო ჩართული იქნებოდა იმ მოლაპარაკებებში, რომელიც თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარეობს ტაძრებისა და მეჩეთების აღდგენის შესახებ. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და პროცესი კვლავ ეკლესიის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ვითარდება, რაც ჩვენთვის მიუღებელია, რადგან ხახულისა და არდაშენის გადმოცემის, - ანუ ამ სახის ნაცვალგების, - გარეშე მეჩეთების მშენებლობის დაწყება გაუმართლებლად მიგვაჩნია. გვინდა განვმარტოთ, რომ არდაშენი არ არის მხოლოდ ტაძარი; იგია ისტორიული ლაზეთის საეპისკოპოსოს ერთ-ერთი ცენტრი და, აქედან გამომდინარე, მისი აღდგენა არა მარტო არდაშენის, არამედ მთელი ამ მხარის, – ლაზეთის, ქართული ეთნოკულტურისა და საეკლესიო სივრცის განუყოფელ ნაწილად წარმოჩენას ნიშნავს. იგივე ითქმის ტაოში ხახულის მონასტრის ამოქმედების შესახებ. ვფიქრობთ, აქ მეჩეთის ფუნქციონირება თურქებისთვისაც კი დიდ საჭიროებას არ უნდა წარმოადგენდეს, მითუმეტეს რომ თურქეთში არსებულ ბერძნულ ტაძრებში მეჩეთები არ ფუნქციონირებს, ხოლო ახლახან ერთ-ერთ სომხურ ტაძარზე ჯვარიც კი დაიდგა. Bბოლოს კი დავძენთ, რომ საქართველოში აშენებული და ასაშენებელი მეჩეთები, მუსლიმთა ორგანიზაციის საკუთრება არის და იქნება, ხოლო თურქეთში აღსადგენი ტაძრები დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს და საქართველოს ეკლესიის საკუთრებაში არ მოიაზრება, რაც სამართლიანი არ არის. ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება ჩვენს კონსტრუქციულ წინადადებას გაითვალისწინებს მოლაპარაკებებისას

კატეგორია: ვიდეო გალერეა | დაამატა: delmar | ტეგები: განცხადება, საპატრიარქოს, საქართველოს
ნანახია: 371 | რამოტვირთვები: 90 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
    ძ ი ე ბ ა   ს ა ი ტ ზ ე


საიტის მეგობრები











საიტს მართავს სისტემა uCoz