მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი
ხუთშაბათი
2017-09-21
9:47 AM
ხოლო ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამინ
მართლმადიდებლური ვიდეო პორტალი
п  р  а  в  о  с  л  а  в  и  е

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ქადაგებები [192]
ვიდეო ლექციები [55]
დოკუმენტური [109]
ვიდეო გალერეა [463]
საგალობლები [58]
ფილმები [40]
თესალონიკის ქართული მრევლი [10]
ოსიპოვი-осипов [118]
თეოდორე გიგნაძე [82]
ედიშერ ჭელიძე [36]
აკაკი მინდიაშვილი [24]
ბიბლია გადმოსაწერი სრული ვერსია [1]
პატრიარქის ქადაგებანი [44]
ჩვენი გამოკითხვა
გიჭირთ იყოთ ქრისტიანი?
სულ პასუხი: 1075

საიტის შეფასება
სულ პასუხი: 1510
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა





        

მთავარი » ფაილები » ვიდეო ლექციები

ჰელოუინის შესახებ
2010-10-31, 3:37 PM
ედიშერ ჭელიძე
ჰელოუინის შესახებ



დღესასწაული Halloween დაიბადა ქრისტიანობამდელ ეპოქაში, ინგლისის, ირლანდიისა და ჩრდილოეთ საფრანგეთის (გალიის) კელტურ ტომებში. წარმართი კელტების რწმენით, სიკვდილი შობს სიცოცხლეს, ამიტომ "ახალი წლის" დადგომას, საერთოდ ახალი სიცოცხლის დაბადებას, ისინი აღნიშნავდნენ შემოდგომით, 31 ოქტომბრისა და 1 ნოემბრის მიჯნაზე, შუაღამით, როდესაც დგებოდა სიცივის, სიბნელისა და კვდომის ჟამი. ამ ღამეს ისინი განადიდებდნენ წარმართ ღმერთ სამქაინს. რომელიც სიკვდილის მბრძანებლად მიაჩნდათ.

"
Посмотреть на Яндекс.Фотках


ახალი წლის ზეიმის" წინადღით დრუიდები(კელტი ქურუმები) ყველა ოჯახში აქრობდნენ კერას,ლამპრებსა და კოცონებს; მეორე დღის საღამოს კიაჩაღებდნენ უზარმაზარ კოცონს ბნელეთისა დასიკვდილის თავადისადმი მსხვერპლშეწირვებისაღსასრულებლად. დრუიდების რწმენით, თუ სამქაინიკმაყოფილებით მიიღებდა საკუთარ ერთგულთაგანმოძღვნილ შესაწირს, იგი ნებას დართავდამიცვალებულთა სულებს, ამ დღეს მოენახულებინათმშობლიური სახლები. აქედან იღებს სათავესწარმართულ სამყაროში დამკვიდრებული ჩვეულება– Halloween-ის ღამეს მოჩვენებების, ალქაჯებისდა სხვადასხვა სულების კოსტუმებში გამოწყობილადამიანთა ხეტიალი, რაც საიქიო სამყაროსა დაუწმიდურ ძალებთან სააქაოს ურთიერთობისსიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენს.

წარმართული კულტის მნიშვნელოვანი ნაწილია, აგრეთვე, "სეირი" Trick-or-Treat, როგორც სამქაინის მსახური ბნელი ძალებისდმი შესაწირის მირთმევის სიმბოლოზირებული ქმედება. ითვლებოდა, რომ ბნელეთის, სიცივისა და სიკვდილის სამეფოში დამკვიდრებულთა სულები ცოცხალთა სამყაროში სტუმრობის დღეს დაუოკებელ შიმშილს გრძნობენ. ამიტომ კელტი წარმართები წინასწარ ამზადებდნენ სასმელ-საჭმელს ღამის წყვდიადში მოხეტიალე სულებისთვის; მათ სწამდათ, რომ სამქაინის რისხვა და წყევლა დაატყდებოდა თავს ხალხს, თუ ამ სულებს ძღვენით არ დააკმაყოფილებდნენ.

აი, ამ წარმართული დღესასწაულის ჭეშმარიტიაზრი!

სავსებით ცხადია, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის დაუშვებელია მსგავს ზეიმებში მონაწილეობა, რადგან ამით იგი პირდაპირ აღიარებს კერპთაყვანისმცემლობას, ღალატობს უფალ ღმერთს და ჩვენს წმიდა ეკლესიას. მიცვალებულების განსახიერების რიტუალში მონაწილეობით, ღამის უკუნში ხეტიალითა და სანოვაგის გამოთხოვა- ჩამორიგებით ჩვენ ვაცხადებთ, რომ გვსურს ურთიერთობა საიქიოს ბნელ სულებთან, რომელთა მბრძანებელი უკვე სამქაინი კი არა, თავად სატანაა – მაცდური, რომელიც უფალ ღმერთს დაუპირისპირდა. სასმელ-საჭმლის დარიგებით უბრალოდ ტკბილეულით კი არ ვუმასპინძლდებით ბავშვებს – ამით ძღვენს ვწირავთ სამქაინის, ანუ სატანის ხსოვნას და გამოვხატავთ მისდამი პატივისცემას.

არსებობს Halloween-თან დაკავშირებული სხვა ტრადიციებიც, რომლებსაც უნდა განვეშოროთ, ასეთებია: ყოველგვარი მისნობა, ჯადოქრობა და გრძნეულება; ანდა ე.წ. "Jack O’Lantern"-ის (ლამპრის ჯეკის) გამოდგმა – ეს არის ამოსუფთავებული გოგრა, რომელზეც ამოკვეთილია საზარელი ნიღაბი. გოგრაში (ძველად სხვა ბოსტნეულსაც იყენებდნენ) სანთელს ანთებდნენ "წმიდა" კოცონიდან მოტანილი "ახალი" ცეცხლით, მასზე ამოკვეთილი ნიღაბი კი მიცვალებულს განასახიერებდა. ამგვარი "წმიდა ლამპარი", რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ენთო, მაცხოვრისა და მისთვის სათნოყოფილთა ხატების წინ ანთებული წმიდა კანდელის ეშმაკეულ, გაუკუღმართებულ მიბაძვას წარმოადგენს. ამგვარი "სახუმარო" ნიღბიანი გოგრით სახლის მორთვაც კი უკვე სიკვდილთან დაკავშირებულ წარმართულ დღესასწაულებში მონაწილეობის ტოლფასია.

წმიდა მამები დასავლეთის ადრექრისტიანული ეკლესიისა, რომელიც იმხანად მკაცრად მართლმადიდებელი იყო, ცდილობდნენ წინ აღდგომოდნენ კელტების ამ წარმართულ ტრადიციას; ამ მიზნით მათ ამავე დღეს დაადგინეს ქრისტიანული დღესასწაული "ყოველთა წმიდათა" (აღმოსავლეთის ეკლესიაში იგი აღინიშნება სულთმოფენობიდან პირველ კვირას). ამ სახელწოდებიდან შეიქმნა გამოთქმა All Hallow’s Even (წინადღე ყოველთა წმიდათა), საიდანაც დროთა განმავლობაში მივიღეთ შემოკლებული ფორმა – Halloween. სამწუხაროდ, ადამიანთა უმეცრების ან უვიცობის გამო ხსენებულ წარმართულ ზეიმს შეცდომით უწოდეს Halloween, რადგან დასავლეთში მას და ყოველთა წმიდათას ქრისტიანულ დღესასწაულს ერთ დღეს აღნიშნავდნენ.

ეკლესიის ძალისხმევას – დაეძლია წარმართული ზეიმი, ანტიქრისტიანულად განწყობილმა ადამიანებმა უპასუხეს იმით, რომ მეტი მოშურნეობით იწყეს ამ საღამოს აღნიშნვა: ბევრ რიტუალს ასრულებდნენ ქრისტიანული ღვთისმსახურების შესაბილწად და დასაცინად; ჩონჩხის კოსტუმში გამოწყობილნი დასცინოდნენ ეკლესიის მიერ წმიდა ნაწილების თაყვანისცემის ტრადიციას; მკრეხელური ქმედებებისთვის იყენებდნენ მოპარულ ჯვრებს და წმიდა ნაწილებსაც კი. მოწყალების გამოთხოვის ტრადიცია ქრისტიანების სისტემატური დევნის მიზეზი გახდა, რადგან მათ თავიანთი რწმენის გამო არ შეეძლოთ მონაწილეობა ბნელეთისა და წყვდიადის თავადისადმი მიძღვნილ დღესასწაულში.

რატომ დამკვიდრდა ესოდენ მყარად ბევრ ქრისტიანში მართლმადიდებლობასთან აშკარად შეუთავსებელი წამართული კულტი? ამ ყოველივეს მიზეზი უპირველესად იმ ქრისტიანებში უნდა ვეძებოთ, რომლებიც საკუთარი სულიერი აპათიისა და დაჩლუნგების გამო უღმერთოებას და ღვთისგან განდგომას უწყობენ ხელს. ისინი, ვინც გვარწმუნებენ, რომ Halloween და მისი მსგავსი დღესასწაულები, მიუხედავად მათი აშკარად წარმართული ფესვებისა და კერპთაყვანისმცემლური არსისა, უსაფრთხოა და უწყინარი და ამდენად დიდი მნიშვნელობა არც უნდა მივანიჭოთ მათ, ანგრევენ ჩვენს სულიერ ბალავარს, ხელს უწყობენ წარმართობისა და ათეიზმის გავრცელებას.

"დღესასწაული" Halloween ანგრევს წმიდა ეკლესიის ბურჯებს – აღმართულს იმ მოწამეთა სისხლზე, რომლებმაც უარი თქვეს კერპების ნებისმიერ თაყვანისცემასა და მსახურებაზე. მართლმადიდებელ ქრისტიანს ჰმართებს, მკაცრად წინააღუდგეს მსგავს მოვლენებს, რამეთუ სახარების სწავლებით უფალი ღმერთია ჩვენი ყოველი საქციელისა და რწმენის მსაჯული; საქმენი ჩვენნი ან "ღმერთს ეძღვნება" ან "ღვთის წინააღმდეგ" არის მიმართული – შუალედური, "ნეიტრალური" გზა არ არსებობს!...

დღეს ჩვენ მოწმენი ვართ სატანური კულტების ჩასახვისა. არსებობს ცნობები, რომ ნოემბრის ღამეს სატანური  მსახურებანი  აღესრულება და ეშმაკის მსახურნი საამისოდ ადამიანებს სწირავენ მსხვერპლად. ახლა სატანისტებმა ხელი მიჰყვეს მართლმადიდებელ მღვდელმსახურთა რიტუალურ მკვლელობებსაც, რაც არაერთხელ მოხდა კალიფორნიის შტატში. სატანა ყველგან შლის ბადეს, რათა რაც შეიძლება მეტი უდანაშაულო ადამიანი გააბას. საგაზეთო ჯიხურები სავსეა გამოცემებით სპირიტიზმის, ზებუნებრივი მოვლენების, ოკულტური სეანსების, ცრუწინასწარმეტყველებებისა და ყოველგვარ ეშმაკეულ მოვლენათა შესახებ – ყველა ისინი სატანას ემსახურებიან, რადგან მომდინარეობენ არა სულიწმიდისგან, არამედ ამასოფლის სულით არიან გაჟღენთილნი.

კატეგორია: ვიდეო ლექციები | დაამატა: delmar | ტეგები: ჭელიძე, ედიშერ, ჰელოუინი
ნანახია: 554 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
    ძ ი ე ბ ა   ს ა ი ტ ზ ე


საიტის მეგობრები











საიტს მართავს სისტემა uCoz