მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი
პარასკევი
2024-04-26
0:39 AM
ხოლო ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამინ
მართლმადიდებლური ვიდეო პორტალი
п  р  а  в  о  с  л  а  в  и  е

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои фотографии [8]
Моя семья [0]
ილია მეორე [11]
სხვადასხვა [77]
ჩვენი გამოკითხვა
გიჭირთ იყოთ ქრისტიანი?
სულ პასუხი: 1085

საიტის შეფასება
სულ პასუხი: 1518
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა





        

მთავარი » ფოტოალბომი » Мои фотографии » დიალოგი სულის უკვდავების შესახებ

დიალოგი სულის უკვდავების შესახებ

ბიბლიურ ჭეშმარიტებებზე დაყრდნობით ეკლესია ასწავლის მოძღვრებას სულის უკვდავების შესახებ. ამ მოძღვრების უეჭველობა ღვთიური მადლმოსილებით გაცხადებულია ყოველი მორწმუნის გულში, თუმცა, ურწმუნოებსაც შეუძლიათ, თუნდაც ადამიანური ლოგიკის წყალობით, გარკვეულ დასკვნებამდე მივიდნენ.

დეკანოზ ვალენტინ სვინციცკის წიგნში „დიალოგები“, ურწმუნოს ადამიანური ლოგიკისა და მორწმუნის ღვთივსულიერი მსჯელობის შეპირისპირებით დამაჯერებლადაა ნაჩვენები „მშრალი რაციონალიზმის“ უსუსურობა და სულის უკვდავების უტყუარობა.

შეგიძლიათ ამაში თქვენც დარწმუნდეთ.

უცნობი: მე აღსარებისთვის არ მოვსულვარ, მსურს მხოლოდ გაგესაუბრო რწმენაზე, რადგან ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მორწმუნე ვიყო დღევანდელი მეცნიერების პირობებში. მინდა გავიგო, რა დგას განათლებულ ადამიანთა რწმენის უკან... უკვდავება... რა იგულისხმება მასში - სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? ვთქვათ, ცეცხლში ჩამაგდეს. ჩემი სხეულისგან დარჩება ნაცრის გროვა. როგორ ვირწმუნო, რომ სადღაც მაინც გავაგრძელებ არსებობას? რა საფუძველი არსებობს ასეთი რწმენისათვის? ხომ არ არის იგი მარადიული სიცოცხლის სურვილისა და გაქრობის შიშის ნაყოფი? ჩემს გონებას არ ძალუძს მატერიალური გარემოს გარეშე არსებობის არანაირი წარმოდგენა. არ შემიძლია, ადამიანი წარმოვიდგინო ხილულ ჭურჭლად, რომელშიც მოთავსებულია უხილავი სული და სიკვდილი აღვიქვა როგორც ამ ჭურჭლის გატყდომა, რომლის შიგთავსიც ამოაქვთ სხვა ადგილზე გადასატანად. რას ნიშნავს ის სხვა ადგილი? გააჩნია თუ არა მას სივრცე და რა ადგილს იკავებს მასში სული? ამგვარი ფიქრი სრულიად უაზროდ მეჩვენება.

მოძღვარი: მოდი, ვცადოთ და განვიხილოთ, მართლა ასეთი „სრული უაზრობაა“ შენი გონებისათვის იმის წარმოდგენა, რაც თვალისათვის უხილავია? ავიღოთ მაგალითი ფიზიკიდან: ნასროლი ქვა მიწაზე ვარდება. ამას ხედავს ყველა და ვიცით, რომ ქვის ვარდნის მიზეზი დედამიწის მიზიდულობის ძალაა, მაგრამ იგი თვალით არავის უნახავს.

უცნობი: ეს სულ სხვა რამეა. იმისათვის, რომ ძალა მოქმედებდეს, საჭიროა ფიზიკური გარემო. თქვენ კი მიგაჩნიათ, რომ სულს სხეულის გარეშე შეუძლია არსებობა.

მოძღვარი: მართალი ხარ. ამიტომაც ავიღე წმინდა წყლის ფიზიკური მაგალითი. უბრალოდ, მინდოდა მეჩვენებინა, რომ ამ ფიზიკურ სფეროშიც შესაძლებელია განსხვავებული თვისობრიობის მქონე მოვლენის არსებობა. ასე მაგალითად, ფიზიკურ ძალებს არ გააჩნიათ მატერიის ყველა თვისება. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ძალთა მოქმედებას და არა თავად ძალას.

უცნობი: გეთანხმები, მაგრამ ეს მაგალითი სულის არსებობის საბუთად ვერ გამოდგება. მეცნიერული გამოკვლევები ადასტურებენ, რომ ადამიანის ფსიქიკური გამოვლინებანი წარმოადგენენ ფიზიკო-ქიმიური პროცესების შედეგს, ამიტომ მათი მატერიისაგან გამოცალკევება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს, რომ ცოცხალ ორგანიზმში აღნიშნული ფიზიკო-ქიმიური პროცესების შეწყვეტა ნიშნავს სიცოცხლის შეწყვეტას, ე.ი. არავითარი სული ამის შემდეგ არ რჩება.

მოძღვარი: რომელ გამოკვლევებზე ლაპარაკობ?

უცნობი: იმ გამოკვლევებზე, რომლებმაც ცხადყვეს, რომ აზროვნება არის ტვინში მიმდინარე ფიზიკო-ქიმიური პროცესების შედეგი. ტვინის რომელიმე უბნის ხელოვნული გაღიზიანება იწვევს გარკვეულ ფსიქიკურ მოვლენებს, ხოლო ტვინის გარკვეულ უჯრედთა დაზიანება, ასევე, გარკვეულ ფსიქიკურ მდგომარეობას და ა.შ. ნუთუ ეს ფაქტები ერთხელ და სამუდამოდ არ ასაბუთებენ ჩვენს სხეულში მიმდინარე ფიზიკო-ქიმიური პროცესების შედეგს?

მოძღვარი: ეს ფაქტები მხოლოდ იმას ასაბუთებენ, რომ ნივთიერებასთან სულის შეერთებისას ამ ორს შორის ჩნდება გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება და რომ სულს რეალურ სამყაროში საკუთარი თავის გამოსავლენად შესაბამისი მატერიალური პირობები სჭირდება. ამის ასახსნელად, ჯობს, მაგალითი ისევ ფიზიკური სფეროდან მოვიყვანოთ. ავიღოთ ელექტროენერგია და ელექტრონათურა. როცა ნათურა წესრიგშია, ელექტროენერგია შუქს იძლევა, ნათურა ანთია. მაგრამ წყდება ნათურის ძაფი და ნათურაც ქრება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ელექტროენერგია და ნათურა ერთი და იგივეა? ელექტროენერგია არსებობს ნათურისგან დამოუკიდებლად, მაგრამ მისი არსებობის გამოსავლენად მთელი რიგი მატერიალური პირობებია საჭირო. ზუსტად ასევე ხდება სულიერ ენერგიასთან დაკავშირებითაც. თუ დაზიანდება მატერიალური აპარატი, რომელიც ემსახურება სულიერი ცხოვრების გამოვლენას, კერძოდ, ტვინის ესა თუ ის ნაწილი, ამ დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, სულიერი ცხოვრება სრულად, ან ნაწილობრივ მოიშლება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ტვინი და სული ერთი და იგივეა, არც იმას, რომ სულიერი ცხოვრების გამოვლინებანი ტვინის უჯრედებში მიმდინარე ფიზიკო-ქიმიური პროცესების შედეგია.

უცნობი: ელექტროენერგიის არსებობა, რომელიც შედარებისთვის გამოიყენე, მტკიცდება არა მარტო ელექტრონათურის ნათებით, არამედ უამრავი სხვა ცდითაც. რითღა მტკიცდება სულის არსებობა?

მოძღვარი: ნუ ჩქარობ. ამაზე მოგვიანებით გაგცემ პასუხს. ჯერჯერობით მხოლოდ იმაზე ვსაუბრობთ, რამდენად შეიძლება მატერიალური საფუძვლის გარეშე „სრულ უაზრობად“ ჩაითვალოს რაიმეს არსებობა. ამასთან, მინდა გკითხო: შენი აზროვნება, რომელიც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება შენს რწმენას, ეთანხმება თუ არა მეცნიერულ წარმოდგენას მატერიაზე? ჩემი მეცნიერული წარმოდგენის თანახმად, მატერია სულაც არ არის ისეთი, როგორსაც შენ ხედავ. განა შენ ხედავ განუწყვეტლივ მოძრავ ატომებს, რომლებიც შენი თვალისთვის უძრავ მატერიას ქმნიან? განა შენ ხედავ უთვალავ მოძრავ ელექტრონს ამ მოძრავი ატომების წიაღში? ფილოსოფიური შეხედულების თანახმად, ნივთიერი სამყაროს აღქმით ჩვენ აღვიქვამთ მხოლოდ იმ „ჩვენი ცნობიერების
In real size 1600x948 / 170.8Kb
1146 0 4.5

Added 2011-07-28 delmar

სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
    ძ ი ე ბ ა   ს ა ი ტ ზ ე


საიტის მეგობრები