მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი
ხუთშაბათი
2024-04-25
10:16 PM
ხოლო ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამინ
მართლმადიდებლური ვიდეო პორტალი
п  р  а  в  о  с  л  а  в  и  е

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ქადაგებები [192]
ვიდეო ლექციები [55]
დოკუმენტური [109]
ვიდეო გალერეა [463]
საგალობლები [58]
ფილმები [40]
თესალონიკის ქართული მრევლი [10]
ოსიპოვი-осипов [118]
თეოდორე გიგნაძე [82]
ედიშერ ჭელიძე [36]
აკაკი მინდიაშვილი [24]
ბიბლია გადმოსაწერი სრული ვერსია [1]
პატრიარქის ქადაგებანი [44]
ჩვენი გამოკითხვა
გიჭირთ იყოთ ქრისტიანი?
სულ პასუხი: 1085

საიტის შეფასება
სულ პასუხი: 1518
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა





        

მთავარი » ფაილები » ვიდეო გალერეა

მართლმადიდებელი ეკლესია წმ. აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს
[ · გადმოწერა () ] 2011-01-21, 4:28 PM
21 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია აბო თბილელის
(ისმაიტელყოფილის) ხსენების დღეს აღნიშნავს



მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ქრისტიანობისთვის წამებული არაბი, ნერსე ქართლის ერისმთავრის მსახური, ნელსაცხებელთა ოსტატი აბო თბილელი VIII საუკუნეში ცხოვრობდა და ეწამა.

წმინდანი ბაღდადიდან ქართლში ჩამოჰყვა ნერსეს. აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით. იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. შემდეგ ქართლიდან დევნილ ერისთავს თან გაჰყვა ხაზარეთში, სადაც ქრისტიანობა მიიღო.

აბო არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში გაჰყვა. იგი უმადლოდა ღმერთს, რომ იხილა ადგილი, სადაც ყველა ქრისტიანი იყო და ერთი პირითა და ერთი გულით ადიდებდა შემოქმედს. შემდგომმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა, ქართლში დაბრუნებულიყო. აფხაზთა მეფემ სთხოვა აბოს, დარჩენილიყო აფხაზეთში: "მეშინის მე შენთვის, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტეისისა ნებსით, გინა უნებლიეთ და ესოდენი შრომაი შენი წარწყმიდო", - უთხრა მან აბოს. "განმიტევე მე, რაჱთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტიანობაი ჩემი ქრისტეს მოძულეთა მათ", - უპასუხა ნეტარმა".

სამ წელიწადს მოღვაწეობდა აბო თბილისში და ქადაგებდა ქრისტიანობას. არაბებმა დაასმინეს იგი, შეიპყრეს და სატუსაღოში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზ ერისთავის თხოვნით მალე გაათავისუფლეს. მალე თბილისში ახალი ამირა დასვეს. ქრისტიანებმა გაიგეს, რომ ამირა შეპყრობას უპირებდა ნეტარ აბოს, გააფრთხილეს და ურჩიეს დამალულიყო, მან კი გახარებულმა უპასუხა: "მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტესთვის, არამედ სიკუდიდცა".

ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. არაბებმა მოსთხოვეს, მაჰმადიანობას დაჰბრუნებოდა. აბომ უარი განაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით, აბოს ხელ-ფეხზე ბორკილი დაადეს და საპყრობილეში ჩასვეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.

ქართულმა ეკლესიამ აბო წმინდანად შერაცხა. წმინდანი მიჩნეული იყო თბილისის მფარველად. აბო თბილელის მოწამეობა აღწერა VIII საუკუნის მწერალმა იოანე საბანის ძემ


წმიდა აბოს ტაძარი

კატეგორია: ვიდეო გალერეა | დაამატა: delmar | ტეგები: აბო, თბილელი
ნანახია: 1263 | რამოტვირთვები: 317 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
    ძ ი ე ბ ა   ს ა ი ტ ზ ე


საიტის მეგობრები











საიტს მართავს სისტემა uCoz