მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი
სამშაბათი
2024-04-16
10:18 AM
ხოლო ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამინ
მართლმადიდებლური ვიდეო პორტალი
п  р  а  в  о  с  л  а  в  и  е

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ქადაგებები [192]
ვიდეო ლექციები [55]
დოკუმენტური [109]
ვიდეო გალერეა [463]
საგალობლები [58]
ფილმები [40]
თესალონიკის ქართული მრევლი [10]
ოსიპოვი-осипов [118]
თეოდორე გიგნაძე [82]
ედიშერ ჭელიძე [36]
აკაკი მინდიაშვილი [24]
ბიბლია გადმოსაწერი სრული ვერსია [1]
პატრიარქის ქადაგებანი [44]
ჩვენი გამოკითხვა
გიჭირთ იყოთ ქრისტიანი?
სულ პასუხი: 1085

საიტის შეფასება
სულ პასუხი: 1518
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა





        

მთავარი » ფაილები » ვიდეო გალერეა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უახლოეს მომავალში ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას აპირებს
[ · გადმოწერა () ] 2011-02-12, 4:13 AM
'მე მალე ჩავალ აფხაზეთში, როგორც ეპარქიის ხელმძღვანელი'', - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ "ბი-ბი-სი"-ს რუსული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ქართული ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება აფხაზეთზეც და ცხინვალზეც. ამას ცნობს რუსული ეკლესიაც. 11 წელი ვიყავი მიტროპოლიტი სოხუმისა და აფხაზეთის, ამიტომ ეს ჩემთვის ახლობელი ეპარქიაა. მე კარგად ვიცნობ აფხაზ ხალხს",-აღნიშნა პატრიარქმა.
კითხვაზე, რამდენად უსაფრთხო იქნება პატრიარქის ჩასვლა აფხაზეთში, ილია მეორე პასუხობს: "რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ერთ-ერთი მთავარია რუსული და ქართული ეკლესიების ურთიერთობა. დიდ მადლობას ვუხდი რუსეთის პატრიარქს, უწმინდეს კირილს, რადგან აღიარებს ქართული ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს და უფლებებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. იმედი მაქვს, რომ რუსული ეკლესია დაგვეხმარება ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის პრობლემის დარეგულირებაში. მე არაერთხელ ვუთხარი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათ გინდათ თქვენ აფხაზეთი და ცხინვალი, თუ თქვენ დაკარგავთ საქარველოსთან მეგობრობას. საქართველომ კარგად იცის, რომ რუსეთი დიდი ქვეყანაა, მაგრამ ის სეპარატიზმს მხარს უჭერს იმ დროს, როცა თავის ქვეყანაში ებრძვის მას",- ბრაძანა ილია მეორემ.
საქართველოს პატრიარქმა 2008 წლის ომის შემდეგ გორში ჩასვლის შესახებაც ისაუბრა.
გარდა ამისა, ილია მეორემ ისაუბრა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორესთან შეხვედრაზეც.
”რთულია იყო დიდი ქვეყნის მეზობელი, - ეს სიტყვები უთხრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ.
"ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა. მან მითხრა, რომ რთულია, იყო დიდი ქვეყნის მეზობელი. საქართველო უდიდეს პატივს სცემს მის უდიდებულესობას, დიდი ბრიტანეთის დედოფალს", - აღნიშნა ილია მეორემ.
პატრიარქი თქმით, ჩვენ გლობალიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა პატარა ქვეყნებმა შეინარჩუნონ თვითმყოფადობა, კულტურა და დიდმა სახელმწიფოებმა პატარა ქვეყნების კულტურა არ გადაყლაპონ.
ინტერვიუ დიდ ბრიტანეთში მყოფ პატრიარქთან ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა ჩაწერა. მან მადლობა გადაუხადა პატრიარქს, რომ რუსულ ენაზე ინტერვიუს დათანხმდა. პატრიარქმა ეს იმით ახსნა, რომ ქართულ ენაზე "ბი-ბი-სი" არ მაუწყებლობს.

კატეგორია: ვიდეო გალერეა | დაამატა: delmar | ტეგები: კათალიკოს, პატრიარქი, საქართველოს
ნანახია: 837 | რამოტვირთვები: 272 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
    ძ ი ე ბ ა   ს ა ი ტ ზ ე


საიტის მეგობრები











საიტს მართავს სისტემა uCoz