ღვთისმშობლის ხატის გადმობრძანება სამების საპატრიაქო ტაძრიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატი ამავე ხატის სახელობის დედათა მონასტერში გადმოაბრძანეს. მრევლი,რომელიც ამ სიწმინდის თავიანთ ეკლესიაში დაბრძანებას 8 წლის განმავლობაში ელოდა საპატრიარქო ტაძრიდან მონასტრამდე მას ხელით მიასვენებდა.
ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის აშენბა ამ ადგილზე 2003 წელს დაიწყო. ჯერ კიდევ საძირკვლის კურთხევამდე ეს ხატი სწორედ ამ ტაძრისთვის დაიწერა. შექმნიდან წლების განმავლობაში სიწმინდე ერთ-ერთ ოჯახში იყო დაბრძნებული,სადაც ხატთან გამუდმებით პარაკლისები აღველინებოდა. ბოლო 4 წელი სამების საპატრიაქო ტაძარში იყო დასვენებული.
ივერიის ღვთისმშობლის ხატი თემურ ჯაფარიძის შესრულებულია. ხატმწერი მას წლების წინ საკუთარ სახელოსნოში სანთლის შუქზე წერდა
|