სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ღვთისმხასურება ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა აღავლინა
2011-02-20, 4:15 AM
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში
ღვთისმხასურება ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა აღავლინა
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მრევლი დილიდან იკრიბება. უძველეს ეკლესიაში ღვთისმხასურებას ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი აღავლენს. ათონის მთაზე მოღვაწე მღვდელმსახურების და ქართველი სასულიერო პირების წირვა-ლოცვას უამრავი ადამიანი ესწრებოდა. ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა საკუთარ ქადაგებაში საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლსზე ისაუბრა. აღნიშნა,რომ ისტორია რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას ათოონის მთასთან აკავშირებდა დღესაც ყველა იქ მოღვაწე სასულიერო პირს ახსოვს.
ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი საქართველოში 17 თებერვალს ჩამოვიდა. ის და მისი დელეგაციეს წევრები ჩვენი ქვეყნის სიწმინდეებს მოილოცავენ. დაგეგმილია მათი ვიზიტი ბოდბისა და ალავერდის ეპარქიებში. ათონელი სტუმრები მოინახულებენ დავით გარეჯსაც.
ღვთისმხასურების დასრულების შემდეგ არქიმანდრიტმა ეფრემმა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარს ვატოპედის მონასტრის ღთისმშობლის ხატის ასლი , ეკლესიის ღვთისმსახურებმა კი წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრეს.
საქართველოს სამი ვატოპედის მონასტერში მოღვაწე ბერი დაუბრუნდა,თუმცა რა თქმა უნდა დროებით. ვიზიტის დასრულების შემდეგ ისინი ისევწმინდა მთაზე მოღწეობას განაგრძობენ.
მოვედით ღვთისმშობლის ტაძრიდან ღვთისმშობლის ქვეყანაში- ბრძანა ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ. ეს ვიზიტი კი კიდევ რემდენიმე დღეს გასტანს.