წმინდა კეთილმსახური მეფე დავითი საკვირველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმორწმუნისა მეფისა დავითისა ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა ხოლო შემდგომად დაზსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა
დღეს საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია წმინდა კეთილმსახურ მეფე დავითის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. როდესაც გიორგი მეორემ უარი თქვა მეფის პატივსა და სიმძიმეზე ტახტზე მისი თექვსმეტი წლის ვაჟიშვილი ავიდა. ქვეყანაში შექმნილი რთული სიტუაციიდან გამომდინარე მაშინ ვერავინ იფიქრებდა,რომ ახალი მონარქი სამეფოს არ მარტო გააძლიერებდა ,არამედ ქვეყნის ისტორიაში როგორც ყველაზე წარმატებული მეფე ისე შევიდოდა. მემკვირეობა,რომელიც წმინდანს ერგო არც თუ სახარბიელო იყო. თურქ-სსელჩუკების მიერ დაპყრობილი სახელმწიფო ნელ-ნელა იშლებოდა. მან შეძლო 1121 წლს დიდგორის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებით დამბყრობლების საქართველოდან გაძევება. "ძლევაი საკვირველი”-ასეთია ჟამთააღმწერელთა შეფასება წმინდა მეფის მიერ მოგებული ომისა,რომელიც თანამედროვეთა გაოცებასაც კი იწვევს. ერთი წლის შემდეგ წმინდა დავით აღმაშენებლის თაოსნებით თბილისი მტრებისგან გაათავისუფლდა და ისტორიული დედაქალაქი ისევ საქართველოს ეკუთვნოდა. სახელისუფლებო,ეკონომიკური და სამხედრო რეფორმებთან ერთად მან საეკელსიო რეფორმაც გაატარა. მოიწვია რუის ურბნისის კრება,სადაც ეკლესიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. შემოიღო ჭყონდეიდელ-მწიგნობართუხუცესის თანამდებობა. ისტორიკოსთა ცნობით,იგი მორწმუნე და ღვთისმოშიში ადამიანი იყო.მუდმივად კითხულობდა წმინდა წერილს,ესწრებოდა წირვა-ლოცვებს და აგებდა ეკლესიებს. წმინდა მეფე თავისივე აშენებულ გელათის საკათედრო ტაძარშია დაკრძალული. იგი საქართველოს 36 წლის მანძილზე მართავდა.