X-XI საუკუნეების ეკლესიას დანგრევა ემუქრება
სოფელ ვაზისუბანში მდებარე X-XI საუკუნეების ეკლესიას დანგრევა ემუქრება.
დიდთოვლობის გამო, ნაგებობაში არსებული ბზარები გაღრმავდა და კედლებმა ჩამოშლა დაიწყო.
ეკლესიის შიდა მოპირკეთება თითქმის მთლიანად განადგურებულია, შესასვლელი კარის თაღიდან კი ქვები ცვივა.
მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.
|