1. ამ ცხრა წლის მანძილზე, ჩემი ცხოვრების მეცხრამეტედან ოცდამერვე
წლამდე, ან სხვები მაცთუნებდნენ, ან მე თვითონ ვაცთუნებდი სხვებს; ხან
ვტყუვდებოდი, ხანაც, ჩემი სხვადასხვა მიდრეკილებებისამებრ, იქით ვატყუებდი
ხალხს: საჯაროდ - იმით, რომ ეგრეთწოდებულ „თავისუფალ მეცნიერებებს" [1] ვასწავლიდი, ფარულად [2]
კი - რელიგიის ყალბი სახელით; გარეგნულად - ქედმაღალი, შინაგანად -
ცრურწმენით სავსე, და მთელის არსებით - ამაოების მსხვერპლი. ერთის მხრივ,
სახელის მოხვეჭის ფუჭი სურვილით ანთებულს მეამაყებოდა, როცა ტაშს
მიკრავდნენ თეატრში, მელექსეთა შეჯიბრში გამარჯვებულს, და
ბალახ-ბულახისაგან დაწნული გვირგვინით მამკობდნენ, მეორეს მხრივ კი უაზრო
სანახაობებით, თავაშვებულობითა და აღვირახსნილობით ვტკბებოდი. ზოგჯერ,
მთელი ამ სიბილწისგან განწმენდის მიზნით, ხორაგს ვეზიდებოდი ეგრეთწოდებულ
„რჩეულთა" და „წმიდანთათვის" [3], რომელნიც შემდეგ თავიანთი
უძღები სტომაქის სახელოსნოში ჩემს მიერ მირთმეული ძღვენისგან
...
კითხვის გაგრძელება »