"ერთსულოვნების" არხზე ახლახან მოვისმინე ბატონი ედიშერის კომენტარი ბოროტების დინამიური ბუნების თაობაზე. შთამბეჭდავი იყო თავგასრესილი გველის ანალოგია. დარწმუნებული ვარ არაერთი საკითხი იქნება მისი ამგვარი გააზრების საგანი. თუკი თვითონ პატივს დამდებდა, სიამოვნებით გავესაუბრებოდი არსებობს, როგორც მინიმუმ ერთი ნიშანი, რომლის მიხედვით თუნდაც გველთან დაკავშირებული ანალოგია ძალზე ემსგავსება წმინდა ძიებითი გზით მიკვლეულ სქემას, რომელსაც სრულიად ნათელი კოგნიტური გამომსახველობა გააჩნია. ამ გზას თუ გავყვებით, არაერთი საკრალური, საღვთისმეტყველო სხვა ისტორია გახდება ამგვარი ინტერპრეტირების ობიექტი. თუკი ამ გარემოებას გაღიზიანებით და მიკერძოებულად არ შევხედავთ, არაერთ საინტერესო ანალოგიას მივაგნებთ, მათ შორის ისეთსაც, რომლის უწვდომელობა აქამდე არავის აეჭვებდა.