დღეს მართმადიდებლური ეკლესია მირქმას დღესასწაულობს ამ დღესთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა სამების საპატრიარქო ტაძარში საღვთო ლიტურგია ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ აღავლინა.თანამწირველები სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი და გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობი იყვნენ. მირქმა ანუ მიგებება უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი თორმეტ საუფლო დღესასწაულიდან ერთერთია. უძველესი ტრადიციის მიხედვით ყველა ებრაულ ოჯახში დაბადებულ ბავშვი მეორმოცე დღეს ეკლესიაში მიჰყავდათ და მოძღვარს ალოცვნედბნენ. 2011 წლის წინ წესის თანახმად ტაძარში მორიგი ებრაული ოჯახი შემოვიდა. ამ დროს ეკლესიაში იმყოფებოდა მართალი სვიმეონი რომელიც უკვე საკმაოდ მოხუცი იყო და ყოველდღე ელოდებოდა კაცობრიობის მხსენელის ხილვას როდესაც ტაძარში ღვთისმშობელი მარიამი,მართალი იოსები და ყრმა იესო დაინახა სულიწმინდის ძალით მას ეცნობა,რომ ეს სწორედ ის ბაშვი იყო,რომელის ხილვაც მისიც და ადამიდან მოყოლებული ყველა ადამიანის უდიდესი სურვილი იყო წმინდა სვიმეონმა ხელში აიყვანა ყრმა და უფალს მადლობა შესწირა თითოეული ქრისტიანი ამ დღეს ცდილობს ისე მიეგებოს უფალს,როგორც საუკუნეების წინ მართალი სვიმეონმა მიირქვა უფალი
|