უკვე 7 წელია რაც გლდანულაში, მოსახლეობის ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავრეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერი შენდება. ამ ეტაპზე სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე უკვე დასრულდა სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა. დედაქალაქში მოქმედ ტაძრებს დღეს კიდევ ერთი შეემატა, რომელიც გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა აკურთხა და ღვთისმსახურება ტაძრის წინამძღვართან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. მიტროპოლიტმა ტაძრის წინამძღვრად მღვდელი ნერსე სამხარაზე აკურთხა
სამონასტრო კომპლექსისის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება, პირველ რიგში კი სენაკებისა და სამრეკლოს აშენება იგეგმება.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მშენებლობაში მთელი დასახლება იყო ჩართული და ყველა შეძლებისდაგავარად ცდილობდა ტაძირის ასენებაში მონაწილეობა მიეღო