მაცხოვრის ამაღლების ადგილი ელეონის მთა, რომლიდანაც იშლება ულამაზესი ხედი
ძველ ქალაქზე– წარმოადგენს ქრისტიანობის უწმინდეს ადგილს. სწორედ აქ
ქადაგებდა და ლოცულობდა მაცხოვარი, აქედან ოქროს კარიბჭის გავლით შედიოდა
იერუსალიმში. აღდგომიდან მეორმოცე დღეს სწორედ ელეონის მთაზე აიყვანა მან
მოწაფეები და მათ თვალწინ ამაღლდა ზეცაში.