მეფე ლუარსაბ და მას ჟამსა
მოკუდა მეფე გიორგი და დაჯდა მის წილად ძე მისი ლუარსაბ პატარა. და ამას
ჟამსა შინა იყო ქართლი ფრიად გლახაკი და საჴმართაგან უღონო: ლაშქრობისა და
ოჴრებისაგან პირველად იავარ ქმნილიყო ურუმთაგან, და უფროსად, სჳმონ მეფე
რომ ურუმთ ტყუედ ჰყვეს, მაშინ გამოიღეს საჴსარი მრავალი და არღარა დაზოგეს
რა ქართველთა თავისის ბატონის გამოჴსნისათჳს. და ამაში მეტად გლახაკ და
უპოვარ იყო ქართლი, ხოლო კახეთი იყო ფრიად მორჭმული და მდიდარი.
|