მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი
შაბათი
2024-04-20
6:48 PM
ხოლო ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამინ
მართლმადიდებლური ვიდეო პორტალი
п  р  а  в  о  с  л  а  в  и  е

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ქადაგებები [192]
ვიდეო ლექციები [55]
დოკუმენტური [109]
ვიდეო გალერეა [463]
საგალობლები [58]
ფილმები [40]
თესალონიკის ქართული მრევლი [10]
ოსიპოვი-осипов [118]
თეოდორე გიგნაძე [82]
ედიშერ ჭელიძე [36]
აკაკი მინდიაშვილი [24]
ბიბლია გადმოსაწერი სრული ვერსია [1]
პატრიარქის ქადაგებანი [44]
ჩვენი გამოკითხვა
გიჭირთ იყოთ ქრისტიანი?
სულ პასუხი: 1085

საიტის შეფასება
სულ პასუხი: 1518
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა





        

მთავარი » ფაილები » ვიდეო გალერეა

წმიდა დიდმოწამე ბარბარე (IVს.) ხსენება 4(17) დეკემბერი
2010-12-18, 1:26 AM
წმიდა დიდმოწამე ბარბარე
(IVს.) ხსენება 4(17) დეკემბერი


ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. გოგონას ძალიან უყვარდა თვალწინ გადაშლილი წალკოტის ყურება, ხშირად ფიქრობდა ამ მშვენიერების შემქმნელზე და ბოლოს მიხვდა, რომ უნდა არსებულიყო ერთი შემოქმედი, ყოვლადბრძენი, ყოვლისშემძლე, რომელიც ყველაფერს ქმნის და ყველაფერს ანიჭებს სიცოცხლეს. ღვთის განგებით, მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა - წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ ამ საშინელი საქციელისათვის, - ისინი მეხმა ფერფლად აქცია.

წმიდა ბარბარე სიკვდილის წინ უფალს შეევედრა: ყველა, მისი მოწამეობრივი აღსასრულის მომხსენიებელი, უზიარებლად გარდაცვალებისაგან დაეფარა. მართლაც, ზეციდან მოისმა ხმა, რომელმაც დაადასტურა, რომ მისი ლოცვა უფალმა შეიწყნარა.

წმიდა ბარბარე განსაკუთრებით ბავშვების მფარველად ითვლება.


ლოცვაჲ მეორე წმიდისა დიდისა მოწამისა ბარბარეს მიმართ

ყოვლად-ბრძენო და ყოვლად-შუენიერო წმიდაო დიდო მოწამეო ქრისტესო ბარბარე, ნეტარ ხარ, რამეთუ ყოვლად-მშვიდი სიბრძნეჲ ღმრთისა არა გამოგიცხადეს შენ ხორცმან და სისხლმან, არამედ თვით ღმერთმან, მამამან ზეცათამან, რომელმანცა შეგიწყნარა შენ სარწმუნოებისათვის, ურწმუნოჲსა მამისა მერ დატევებული, ჯმნილი და მოკლული ასულად თვისად საყუარელად. ხრწნადისა ქუეყნიერისა ქონებისა მემკვიდრეობისა წილ, უხრწნელებაჲ ხორცისა მოგმადლა, შრომანი მოწამეობისა შეცუალნა განსუენებად ზესთა სუფევისა. ჟამობითი სიცოცხლეჲ შენი, მისთვის სიკუდილითა შემოკლებული, ადიდა ესევითარითა პატივითა, რამეთუ სული შეაერთა ზეციურთა წესთა სულთა თანა, ხოლო ხორცი, ქუეყანასა ზედა ტაძართა შინა მათ ანგელოზთასა მდებარეჲ, ამცნო ანგელოზთა დაცვად ყოვლადად, პატიოსნად და მრავალსაკვირველებად.

ნეტარ ხარ, ქრისტე ძისა ღმრთისა ზესთა სასიძოჲსა სძლობილო ქალწულო, რომლისაცა მსურველი ყოვლად სიკეთეთა შენთა მოღუაწედ, ცდილობდი შემკობად თავისა თვისისა, ყოველთა ვნებათა, წყლულთა, ასოთ-დაჭრათა მიერ და თვით თავისაცა მოკუეთითა, ვითარცა სამკაულითა უძვირფასესითა, რაჲთა ესრეთ, ვითარცა ცოლმან სარწმუნომან თავისა თვისისა, ქრისტე ქმრისა, სულითა და ხორცითა შეერთებულმან განუშორებელად, თქუა: ვპოვე, რომელიცა შეიყუარა სულმან ჩემმან, შევიპყარ იგი და არა დაუტევებ მას.

ნეტარ ხარ, რამეთუ სულმან წმიდამან განისუენა შენ ზედა, რომლისა მიერცა სულიერმან სულიერად ისწავე განსჯაჲ. ყოველი სული ბოროტებისა კერპთა შორის განაგდე, ვითარცა წარმწყმედი და მხოლოჲსა ღმერთსულისა მცნობი, ვითარცა ჭეშმარიტი თაყუანის-მცემელი სულითა და ჭეშმარიტებითა თაყუანს-სცემდი, წინაჲსწარმეტყუელებრ მხმობელი: სამებასა პატივს-ვსცემ, ერთსა ღმრთეებასა. ამას წმიდასა სამებასა, რომელიცა ადიდე სიცოცხლესა და სიკუდილსა შინა, ევედრე ჩემთვის შუამდგომელო ჩემო, რაჲთა მეცა სამებობითითა სარწმუნოებითა, სიყუარულითა და სასოებითა, მითვე კეთილმოქმედებითა ვადიდებდე წმიდასა სამებასას. მაქუს ლამპარი სარწმუნოებისა, გარნა უქმ კეთილთა საქმეთა ზეთისათა. შენ, ბრძენო ქალწულო, მოღუაწეობისა ხორცისა შენისა სისხლითა აღვსილო და წყლულთა მიერ გარდამცენებთა ვითარცა ლამპრისა მქონეო, მომეც ზეთისაგან შენისა, რაჲთა მით სულისა ჩემისა ლამპრისა შემამკობელი, ღირს-ვიქმნე შემდგომად შენსა შემოსლვად ზესთა სასძლოთა შინა. მსხემ-ვარ და წარმავალ ქუეყანასა ზედა, ვითარცა ყოველნი მამანი ჩემნი. საუკუნეთა კეთილთა საუნჯეო და ნეტარო, ზიარო სადილისა სასუფეველსა შინა ზეცისასა, ვითარცა მწირობასა შინა სიცოცხლისასა, ესრეთვე განსლვასაცა შჲნა სოფლით, ტაბლასა საღმრთოჲსა სტუმრობისასა, ღირს-მყავ მე სასურველსა თანამოგზაურობასა და ოდესცა უკუანაჲსკნელ ძილითა სიკუდილისაჲთა ვიწყო მიძინებად, შეეხე მაშინ უძლურსა ხორცსა ჩემსა, ვითარცა ოდესმე ანგელოზი ელიას, მეტყუელი: აღსდეგ, ჭამე და სუ; რაჲთა მადლითა საღმრთოჲთა ხორცისა და სისხლისა საიდუმლოთა მიერ განძლიერებულმან, განვვლო ძლიერდა, მჭამელმან მისმან, გზაჲ გრძელი სიკუდილისაჲ, ვიდრე მთადმდე ზეცისა, და მუნ, რომელიცა იხილე შენ პირველ სამთა სარკუმელთა ძლით აბანოჲსათა, სარწმუნოებითა ღმრთისაჲთა, სამებაჲ, ერთად შენ თანა ღირს-ვიქმნე ხილვად მისა პირის-პირ და დიდებად მისა უოხჭნოთა საუკუნეთა შინა, ამინ.

კატეგორია: ვიდეო გალერეა | დაამატა: delmar | ტეგები: ბარბარე, წმინდა
ნანახია: 831 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
    ძ ი ე ბ ა   ს ა ი ტ ზ ე


საიტის მეგობრები











საიტს მართავს სისტემა uCoz