საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ექვთიმე აღმსარებლისხსენების დღეს აღნიშნავს სადღესასწაულო წირვა მთაწმინდის მამადავითის სახელობის ტაძარში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა იოანემ აღავლინა. ღირსი ექვთიმე აღმსარებელი - ერისკაცობაში ესტატე კერესელიძე- 1865 წელს რაჭაში დაიბადა. ახალგაზრდობის წლებიდან ის ძველი ქართული საეკლესიო გალობით დაინტერესდა და მორწმუნე თანატოლებთან ერთად საგალობლების მოძიება, შესწავლა და გავრცელება დაიწყო. პოლიტიკურად დაძაბულ პერიოდში წმ. ექვთიმე აღმსარებელმა ათასობით საგალობელი გადაიტანა ნოტებზე, საკუთარი ხარჯებით დაბეჭდა და ამ ფასდაუდებელმა საგანძურმა ჩვენამდეც სწორედ მისი წყალობით მოაღწია. 1912 წლიდან ღირსი ექვთიმე აღმსარებლის სასულიერო ცხოვრებაც იწყება. პირველად ის გელათის მონასტერში მორჩილად განწესდა, თუმცა იმავე წელს ბერად აღკვეცეს. გელათის მონასტერში მან უამრავი საგალობელი შეკრიბა და დაბეჭდა. 1921 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ წმინდა ექვთიმე აღმსარებელი წყობისთვის არასაიმედო პიროვნებად მიიჩნია და დააპატიმრა, თუმცა საბედნიეროდ რამდენიმე თვეში გათავისუფლდა. ამ პერიოდიდან იწყება, როგორც წმინდა ექვთიმეს, ისე სხვა სასულიერო პირების დევნა და შევიწროვება. პოლიტიკურად უმძიმეს ვითარებაში მღვდელ-მონაზონმა ექვთიმემ ყველასგან გასაოცრად ერთი ურემი სავსე- საგალობლების სანოტო ფურცლებით გელათიდან მცხეთაში გადაიტანა. 1929 წლიდან ბერ-მონაზონი ექვთიმე ზედაზნის მონასტერში განაწესეს. მან შემდგომ იქ აიტანა ქართული გალობის ხელნაწერები, დიდ რკინის ყუთებში მოათავსა და მიწაში დაფლა. 1935 წელს კი სახელმწიფო მუზეუმს 34 სანოტო კრებული გადასცა, რომელიც 5 532 საგალობლისა და რამდენიმე სასულიერო შინაარსის ხელნაწერისგან შედგებოდა. ყველა ეს საგალობელი ამჟამად კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული. 1944 წელს ზედაზნის მონასტერში მარტო მცხოვრები მამა ექვთიმე მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა. იგი ზედაზნის მონასტრის ეზოში საკურთხეველთან დაკრძალეს. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ღირსი ექვთიმე აღმსარებელი 2003 წლის 13 აგვისტოს წმინდანად შერაცხა